ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გალის რაიონის პედაგოგებს თბილისმა ხელფასები დაუნიშნა !


საქართველოს ხელისუფლებამ გალის რაიონის სკოლების დირექტორებისთვის და პედაგოგებისთვის დღეიდან ფულადი დახმარების გაცემა დაიწყო. მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გალის რაიონის სკოლებისთვის 434 ათასი დოლარი გამოიყო. სულ გალის რაიონში 30 საჯარო სკოლაა, რომელშიც 629 პედაგოგია დასაქმებული.

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 373 ათასი დოლარი ასევე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სკოლებისთვის გამოიყო, სადაც 18 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. უფრო დეტალურად მინისტრთა კაბინეტის დადგენილების შესახებ აფხაზეთის განათლების მინისტრის მოადგილე, ბესიკ ოდიშარია გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ ამ დრომდე გალის ქართულ სკოლებში პედაგოგებისთვის თანხას მოსწავლეების მშობლები აგროვებდნენ, თავიანთი შვილების განათლებისთვის, მათ ხელფასის სახით თვეში 20-20 ლარი ეძლეოდათ...

რაც ზემო აფხაზეთში პატრიოტთა ბანაკის გახსნას ეხება. საქართველოს პრეზიდენტი პირობას დებს, რომ პარტრიოტული ბანაკი ზემო აფხაზეთში აუცილებლად გაიხსნება და მასში აუცილებლად დაპატიჟებენ სოხუმელ, გაგრელ, ოჩამჩირელ, გუდაუთელ ბავშვებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეთნიკური აფხაზებისთვის ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთადერთი შანსი არის - თანაცხოვრება ერთიანი საქართველოს ფარგლებში.

XS
SM
MD
LG