პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ამბობს, რომ შეერთებული შტატები სუდანის წინააღმდეგ სანქციებს მიმართავს თუ ქვეყნის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი საერთაშორისო ზეწოლას არ დააკმაყოფილებს და სუდანის დარფურის რეგიონში მიმდინარე ძალადობის იგნორირებას გააგრძელებს:
“პრეზიდენტი ბაშირი თანამშრომლობას გვპირდებოდა, მაგრამ სინამდვილეში, სუდანში მშვიდობის დამყარების საქმეში გაეროს ხელს უშლიდა”. აღნიშნა პრეზიდენტმა.
2005 წლიდან მოყოლებული სუდანის მთავრობამ მას დაქვემდებარებული “ჯანჯავიდი” სეიარაღებული ფორმირება დაუპირისპირა დარფურის რეგიონში მოქმედ ამბოხებულებს და სოფლების მშვიდობიან მოსახლეობას. პრსზიდენტ ბუშის ტქმით ამის საზღაური კი ზალზე მძიმეა”
“კონფლიქტმა, შიმშილმა და ეპიდემიებმა ორას ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ორ მილიონზე მეტს კი საკუთარი სახლ-კარის მიტოვება მოუწია. ისინი თავს სუდანსა და მეზობელ ქვეყნებში კარვებს აფარებენ”. გააგრზელა ბატონმა ბუშმა.
შეერთებულმა შტატებმა დარფურის რეგიონის ჰუმანიტარული დახმარებისათვის 2005 ხუთი წლიდან მოყოლებული დღემდე, ორ მილიარდზე მეტი დოლარი გაიღო. ამერიკა აგრეთვე სუდანის ხელისუფლებასა და ამბოხებულებს შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევასაც ლამობს. გასული წლის ნოემბერში სუდანის მთავრობა და ამბოხებულები დარფურში აფრიკის კავშირის ეგიდით დისლოცირებული შვიდიათასიანი სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის გაფართოებაზე და სამსვიდობო ოპერაციებში გაეროს ჩართვაზეც შეთანხმდნენ.
მას შემდეგ ამბოხებულთა ძალები ერტმანეთს გაეთიშნენ და მთავრობამ ახალი სეტევა წამოიწყო. ხელისუფლება ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავების ფრად შეღებილ სამხედრო თვითმფრინავებს იყენებს რეგიონში იარაღის შესატანად და სოფლების დასაბომბად. ბატონ ბაშირის მთავრობა აგრეთვე აფერხებდა გაეროს სამი ათას კაციანი სამშვიდობო კონტინგენტის დარფურში შეყვანას.
პრეზიდენტი ბუში ამბობს, რომ მილიონობით იძულებით გადაადგილებული საშიშროების ქვეს იმყოფება:
“კანონის არ არსებობამ და არასტაბილურობამ, ჰუმანიტარული სამსახურების მუსაკებს რეგიონში შეღწევა გაურთულა. ზოგ ორგანიზაციას, უშიშროების გარანტიის არ არსებობის გამო დარფურიდან საერტოდ გამოსვლაც კი მოუწია”. სთქვა პრეზიდენტმა.
კიდევ ერთხელ მინდა არვნისნო, რომ სუდანის მთავრობა სინამდვილეში დაუცავ ხალხს, ქალებსა და ბავშვებს ებრძვის. დაასრულა პრეზიდენტმა ბუშმა.