ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა კიდევ ერთხელ დაბომბა ღაზის სექტორში ჰამასის კუთვნილი ობიექტები


ამ თავდასხმის შედეგად სულ ცოტა 4 პალესტინელი დაიღუპა და 10 დაიჭრა.

გარდა ამისა ისარელმა დღეს პალესტინის მინისტრთა კაბინეტის წევრი დააპატიმრა თავის საკუთარ სახლში ჯენინში. ვასფი კაბახას დაპატიმრება ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ რაკეტების გაშვების აღკვეთას ისახავს მიზნად.

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიაზე უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჰამასის 30 წევრი დააპატიმრა, მათ შორის პალესტინის განათლების მინისტრი ნასერ შაერიც.

XS
SM
MD
LG