აქ აღნიშნულია, რომ მექრთამეობა და პოლიტიკური ჩარევა მოქალაქეთა უფლებებს ბევრ ქვეყანაში ზღუდავს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის სიტუაცია ერთ-ერთი ყველაზე არასახარბიელოა. ასსეთივე არასახარბიელო მდგომარეობაა არგენტინაშიც.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე სასამართლოებზე ზეწოლის განხორციელება ჯერ კიდევ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ანგარიშში საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ ქვეყანაში პროფესიონალთა ნაკლებობა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, არაადეკვატური ფინანსური დახმარება და სასამართლო გადაწყვეტილებების განხორციელების დაბალი მაჩვენებელი, მოქალაქეებს უკარგავს სასამართლოს მეშვეობით საქმის მოგვარების სურვილს.