ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები და ევროკავშირი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ


შეთანხმება ტრანსატლანტიკური ეკონომიკური ინტეგრაციის გაფართოება, ეკონომიკური რეგულაციის შემსუბუქებასა და საჰაერო მომსახურების ლიბერალიზაციას ითვალისწინებს:

“ეს ვაჭრობის მნიშვნელობის აღმნიშვნელი გადაწყვეტილებაა, რომელიც მიზნად სავაჭრო ბარიერების გაუქმებას ისახავს. ეს აგრეთვე იმასაც აღნიშნავს, რომ რაც უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ შეერთებული შტატები და ევროპა მით უკეთესი იქნება ეს ჩვენი ხალხისათვის”. განაცხადა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა.

უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, შეერთებული შტატები და ევროკავშირი დაახლოებით ორმოცამდე შეზღუდვის გაუქმებას აპირებენ. მათ შორისაა სამედიცინო, საფინანსო მომსახურების, ელექტრო მოწყიობილობის, ქიმიკატებისა და ავტოსტანდარტების რეგულაციები. ამერიკა და ევროკავშირი ყოველდღიურად უკვე ორ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლისა და სერვისების გაცვლას აწარმოებენ.

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა აგრეთვე ხელი მოაწერეს საჰაერო მიმოსვლის ლიბერალიზაციის ისტორიულ დოკუმენტსაც. ეს შეთანხმება ამერიკასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მანამდე არსებულ ყველა ხელშეკრულებას ერთიანად შეცვლის. მისი განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება, როცა შეერთებული შტატების საჰაერო კომპანიებს ევროკავშირის წევრი ოცდაშვიდი ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში შეეძლებათ რეისის განხორციელება, ხოლო ევროპის კომპანიებს კი შეერთებული შტატების ნებისმიერ ქალაქსი ფრენის უფლება მიეცემათ.

“ეს ხელშეკრულება იმ რეგიონის უპრეცენდენტო ლიბერალიზაციას მოასწავებს, რომელზეც მსოფლიოში განხორციელებულ ავიარეისთა სამოცი პროცენტი მოდის”. სთქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა.

ამერიკისა და ევროპის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აგრეთვე ირანის მსგავსი საშიშროების მომასწავებელი ქვეყნების შესახებაც ისაუბრეს. პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ირანის ხალხმა იგრძნოს, რომ თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას დასავლეთი შეთანხმებულად ეწინააღმდეგება.

ტრანს-ატლანტიკური ეკონომიკური ინტეგრაცია და შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პარტნიორობა, საერთო ფასეულობებს ეფუძნება. ორივე მხარეს ღრმად სჯერა, რომ მშვიდობა, კეთილდღეობა და კაცობრიობის განვითარება, ინდივიდთა თავისუფლების დაცვით და კანონის უზენაესობის აღიარებით მიიღწევა.

XS
SM
MD
LG