აზერბაიჯანის სასამართლომ ბაქოში გაზეთ სანათის ჟურნალისტს რაფიკ თაღის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ისლამის და წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფის გამო. გაზეთის რედაქტორმა სამირ სადაღათოღლუმ კი 4 წლიანი სასჯელი მიიღო. გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას ევროპა და შეერთებული შტატები ერქვა, რომელიც შარშან ნოებმბერში დაიბეჭდა. ამ სტატიის გამო აზერბაიჯანელმა და ირანელმა რელიგიურმა მოღვაწეებმა სპეციალური ფეტვა გამოაქვეყნეს ჟურნალისტების სიკვდილით დასჯის მოთხოვნით. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია რომ ვაშინგტონი არ იზიარებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სტატიაში გამოთქმულ თავლსაზრისს, მაგრამ მხარს უჭერს აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებას. ჟურნალისტების დაპატიმრება აზერბაიჯანში თავისუფალი პრესის არ არსებობის შესახებ მეტყველებს. ამ ბოლო ხანს აზერბაიჯანში გახშირდა ჟურნალისტების დისკრიმინაციის შემთხვევები. ამას წინათ აზერბაიჯანში გამომავალი ორი გაზეთის რედაქტორს ენულა ფათალიევს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მისი თანამშრომელი ჟურნალისტი უზაირ ჯაფაროვი კი სასტიკად სცემეს. როგორც ეუთოს წარმომადგენელი მიკლოშ ჰარაცი აცახდებს აზერბაიჯანული მედია ხელისუფლების მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდის. აზერბაიჯანში ჟურნალისტების ციხეში ჩაგდება ამ ქვეყანაში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც დაგმეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთი თანაშემწის კარენ ჰიუზის განცხადებით:” ყველა გაბედულმა ჟურნალისტმა რედაქტორებმა, პროდიუსერებმა, ოპერატორებმა, ვინც ყოველდღიურად საფრთხეში აგდებს თავის სიცოცხლეს, უნდა იცოდნენ, რომ ამერიკა მათ გვერდით იქნება სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის გამარჯვების საქმეში.” ამჟამად შეერთებული შტატები აზერბაიჯანის მთავრობასთან კონსტრუქციულ დიალოგს აწარამოებს ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის განმტკიცების საკითხებზე, რაც ქვეყანაში თავისუფალი მასმედიის და სიტყვის თავისუფლების არსებობას ითვალისწინებს.
პოპულარული
1