ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორდეხაი ვანუნუ ისრაელის სასამართლომ უცხოელ ჟურნალისტებთან კონტაქტში დაადანაშაულა


ისრაელის სასამართლომ მორდეხაი ვანუნუ, რომელმაც ისრაელის ატომური ბომბის შესახებ ამცნო მსოფლიოს, უცხოელ ჟურნალისტებთან კონტაქტში დაადანაშაულა. გარდა ამისა სასამართლომ ვანუნუს ისრაელის დატოვების მცდელობაშიც დასდო ბრალი.

მორდეხაი ვანუნუს 1986 წელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რადგან მან ბრიტანულ პრესაში ისრაელის საიდუმლო ბირთვული პროგრამის დეტალები გაამხილა.

ვანუნუმ 2004 წელს მოიხადა სასჯელი, თუმცა მას აუკრძალეს უცხოელებთან ურთიერთობა და ისრაელის დატოვება.

მორდეჰაი ვანუნუს განცხადებით ეს დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული გამოხდომაა, რომელსაც უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. საერთაშორისო ექსპერტების აზრით ისრაელს ასზე მეტი ატომური ბომბი გააჩნია, თუმცა ამ ქვეყნის მთავრობა არც აღიარებს და არც უარყოფს ბირთვული არსენალის არსებობას.

XS
SM
MD
LG