ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში პოლიციის განყოფილებაში კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა.


ერაყის პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად დიალას პროვინციაში პოლიციის განყოფილებაში კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქებისას დაიღუპა 4, ხოლო დაიჭრა 16 ადამიანი.

ოფიციალური პირები აცხადებენ რომ აფეთქებას ადგილი ჰქონდა ბაზრის პოლიციის განყოფილებაში, ქალაქ ბალად რუზში, ბაღდადიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, 70 კილომეტრის დაშორებით.

შეერთებული შტატების სამხედრო ძალების განცხადების თანახმად გასულ კვირას ალ ანბარის პროვინციაში განხორციელებული ოპერაციის დროს მოკლეს ალ-ყაიდას ერთერთი ლიდერი. ამავე განცხადებაში ნათქვამია რომ მოკლულია ტერორისტი, მუჰამედ აბდულა აბას ალ ისავი ამ რეგიონში ალ-ყაიდას უშიშროების უფროსი იყო.

კოალიციურმა ძალებმა ქალაქ მოსულში სამხედრო ოპერაციის განხორციელებისას დააკავეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ექვსი პირი.

XS
SM
MD
LG