ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სენატორები ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის წინააღმდეგ უფრო გადამჭრელი ზომებით ბრძოლისაკენ მოუწოდებენ


შეერთებული შტატების სენატის საბანკო საქმეთა ქვეკომიტეტის მიერ ჩატარებული მოსმენისას, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯორჯ ვოინოვიჩმა მისი სიტყვებით, “ეკონომიკური ტერორიზმის” საშიშროებაზე ისაუბრა:

“უკანასკნელი ბასტიონი რომლითაც ჩვენ გლობალურ ბაზარზე კონკურენცია გვძალუძს, ჩვენი ახალი იდეებია და თუ მათი მოპარვა შესაძლებელია, მაშინ ჩვენ დიდ განსაცდელში ვვარდებით”. სთქვა სენატორმა.

ვიდეო, კომპაქტ დისკები და ფარმაცევტული ნაწარმიც კი ინტელექტუალური ქურდობის მსხვერპლს წარმოადგენენ. ასეთი სახის ქურდობა ძირითადად აზიის ქვეყნებშია გავრცელებული. ზოგი ინფორმაციის თანახმად, ჩინეთში არსებული კომპიუტერული პროგრამების ოთხმოცდაატი პროცენტი საავტორო უფლებების გარეშეა ნაწარმოები. ამერიკული კინოფილმები და კომპაქტ დისკებიც არალეგალური კოპირების მსხვერპლად გვევლინება. მათ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში დიდი გასავალი აქვთ.

სენატორი ვოინოვიჩი და დემოკრატი სენატორი ევან ბეი ამერიკული ინტელექტუალური კუთვნილების დაცვისაკენ მიმართული კანონპროექტს ასპონსორებენ. კანონპროექტი უცხოეთის ქვეყნებში საავტორო უფლებების გარეშე ნაწარმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური ძალების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს:

“თუ ჩვენ სიახლეებში, ჩვენი მოსახლეობის განათლებაში და ახალ კვლევებში დაბანდებას ვაპირებთ, თუ ჩვენ ახალი სახის მომსახურებისა და მკურნალობის დანერგვას ვცდილობთ და ამ სიახლეებს კი ვიღაც გვპარავს, გლობალური ეკონომიკა კარგად ვერ იმუშავებს. ამას ნამდვილად ვერ დავარქმევთ ჯანსაღ კონკურენციას. თუ უცხოეთში რიმე სიახლეს ნერგავენ ჩვენ ასეთ სიახლეს ოფიციალურად ვყიდულობთ მათგან და თუ ჩვენ ვქმნით სიახლეს მაშინ ისინუ უბრალოდ გვპარავენ ასეთ იდეას ჩვენგან”. სთქვა სენატორმა ბეიმ.

ვიდეო და კომპაქტ დისკების გარდა არალეგალურად ხმარობენ ცნობილი ტანსაცმლის კომპანიების გაყალბებულ იარლიყებსაც. სენატის მოსმენისას, ამერიკული კომპანიის ებროს ვიცე-პრეზიდენტმა ტიმ დემერესმა განაცხადა, რომ ჩინურო ფირმა ჰუნან მაჯიკი, ებროს სახელით წლების განმავლობაში უკანონოდ აწარმოებს და ყიდის ნაწარმს:

“სამწუხაროდ მათი ეს არალეგალური ქმედება სულ უფრო თავგასული ხდება. ასე მაგალითად ჰუნან მაჯიკი ახლა ებროს სახელით გამოშვებულ ყალბ პროდუქციას ჩვენს მთავრ ბაზრებზე ყიდის, ხოლო ჩინური კომპანიის მენეჯერმა სახალხოდაც კი განაცხადა, რომ ჩვენი კომპანიის სახელით გამოშვებული ნაწარმი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს”. აღნიშნა ბატონმა დემერესმა.

მსგავსი არალეგალური აქტივობის აღმოსაფხვრის მცდელობით ჩინეთმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა და ყალბი პროდუქციის დიდი რაოდენბა გაანადგურა. მაგრამ სენატის საბანკო საქმეთა ქვეკომისია ამბობს, რომ გასაკეთებელი ბევრად მეტია და შესაძლებელია, რომ პრობლემის გამოსასწორებლად ახალი კანონის მიღებაც კი არ იყოს საკმარისი.

კონგრესის მიერ ინტელექტუალური კუთვნილების დაცვისათვის დიდი ყურადღების მიქცევა, ამერიკული კომპანიების ოფიციალურ ჩივილზე გამოხმაურებას წარმოადგენს. შეერთებული შტატების კომპანიებმა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციას ჩინეთზე საჩივარი წარუდგინეს. აქ კი აღნიშნულია, რომ პეკინი საკმარისს არ აკეთებს ზემოხსენებული არალეგალური საქმიანობის აღმოსაფხვრელად.

XS
SM
MD
LG