ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში


თბილისში დღეს რესტორნების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან მათი რესტორნების დემონტაჟის შესახებ. აქციაზე მისულმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ რეაგირება საკუთრების ხელყოფის ფაქტებზე აუცილებლად მოხდება. გარდა ამისა, ტოტალური უმუშევრობის პირობებში ძვირდება გადასახადი გაზზე, მუნიციპალურ ტრანსპორტზე.. ამას ემატება უმძიმესი კრიმინოგენული სიტუაცია როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს დანარჩენ ქალაქებსა თუ სოფლებში..

აღნიშნულ საკითხებზე კოალიცია „ ჩვენი უფლებებისათვის „ ხელმძღვანელი, დავით ლილუაშვილი გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის უფლებების დამცველები არა მხოლოდ ქუჩის აქციებით შემოიფარგლებიან.. წლიურ ანგარიშებს გზავნიან ეუთოში, გაეროში, საერთაშორისო ამნისტისტიას ატყობინებენ, რომლებიც შემდეგ სერიოზულ რეკომენდაციებს უგზავნიან ხელისუფლებას, ხელისუფლება იძულებული ხდება ოდნავ მაინც უკან დაიხიოს.

XS
SM
MD
LG