ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთმა ბირთვული ქობინის ტარების შემძლე ახალი რაკეტა გამოცადა


ინდოეთი აცხადებს, რომ ბირთვული ქობინის ტარების შემძლე ახალი რაკეტა გამოცადა. რაკეტის მიღწევის რადიუსი თითქმის მთელ აზიას მოიცავს.

ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რაკეტა სახელწოდებით აგნი სამი დღეს, ორისას შტატის უილერის კუნძულიდან გაუშვეს. სამინისტროს თქმით ეს საცდელი გაშვება ინდოეთის თავდაცვისათვის ქვაკუთხედს წარმოადგენს. აგნი სამი ინდოეთის ყველაზე შორი რადიუსის მქონე რაკეტაა. მისი რადიუსი სამი ათას კილომეტრს აღწევს. რაც ჩინეთის ყველა დიდი ქალაქის მიზანში ამოღების საშუალებას იძლევა.

ინდოეთმა ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბების მცდელობით, შორი რადიუსის რაკეტების შექმნა 1983 წლიდან დაიწყო.

XS
SM
MD
LG