ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭო საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე მსჯელობს


ამ დღეებში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი და სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების საკითხებში მერაბ ანთაძე ესწრებიან, საქართველოს კონფლიქტური რეგიონების საკითხი განიხილება. გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება დევნილთა დაბრუნების გარეშე შეუძლებელია !

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთგული რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პრინციპისა და იმედი გამოთქვა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭო დაგმობს აფხაზეთში გამართულ ე.წ. ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებს. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე რუსეთი აქტიურად აპროტესტებდა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების სხდომაზე არმიწვევას, პროტესტმა შედეგი არ გამოიღო და რუსეთმა სხდომაზე აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო მინისტრის, სერგეი შამბას ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც შამბა ამბობს : „- დროა, გაეროს უშიშროების საბჭომ რეალურად შეაფასოს სიტუაცია და მხედველობაში მიიღოს არსებული რეალობა, რომლითაც ჩვენ დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოს უკვე 14 წელი ვაშენებთ“. რუსეთის ელჩის გაეროში, ვიტალი ჩურკინის განცხადებით აშშ სერიოზული დიპლომატიური შეცდომა დაუშვა როცა აფხაზეთის საგარეო მინისტრს ნება არ დართო ნიუ-იორკში ჩასულიყო. ვიტალი ჩურკინმა პროტესტის ნიშნად უშიშროების საბჭოს სხდომა დატოვა.

XS
SM
MD
LG