ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო 9 აპრილს აღნიშნავს !


1989 წლის 9 აპრილიდან 18 წელი გავიდა, 18 წლის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან ასობით ადამიანი მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ წელს 9 აპრილი სააღდგომო დღესასწაულებს დაემთხვა და თბილისელთა უმრავლესობა ქალაქიდან გასულია.

დარუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს პარლამენტის თავმჯდომარემ , პარლამენტარებმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია 2 დაღუპულებს პანაშვიდი გადაუხადა. 1989 წლის 9 აპრილიდან დაიწყო საბჭოთა კავშირის ნგრევა, დაშლა.. 18 წლის წინ დილის 4 საატზე თბილისში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანები , რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ,საბჭოთა არმიის სპეცდანიშნულების რაზმებმა დაარბიეს, დარბევის შედეგად ადგილზე 16 ადამიანი დაიღუპა, თითქმის ასობით ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, საბჭოთა არმიის ნაწილებმა დარბევისას მომწამვლელი ნივთიერებები გამოიყენეს, რასაც მოწამლულები დღემდე იმკიან..

1989 წლის ტრაგიკული 9 აპრილიდან 2 წლის შემდეგ საქარტველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა, მაგრამ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს. რას ფიქრობენ ამის შესახებ თბილისელები ?!

შეგვიძლია მოვისმინოთ ჯურნალისტების ნუგზარ რუხაძის, დავით სოკოლოვის, რიგითი თბილისელენბის კომენტარები..

18 წლის წინ, დღესაც ყველა საქართველოში აღნიშნავს, რომ 9 აპრილი ერთის მხრივ ტრაგიკული, მეორეს მხრივ კი საამაყო დღეა. საქართველოს მოსახლეობა ასეთი ერთიანი, ერთსულოვანი არასდროს ყოფილა !!!

XS
SM
MD
LG