ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალთა გამბედაობის ჯილდო


სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებული ქალთა გამბედაობის ჯილდო 80 ქვეყნის კანდიდატიდან 10 ქალს ერგო.

კანდიდატები ამათუიმ ქვეყანაში შეერთებული შტატების საელჩოს მიერ იყვნენ ნომინირებულები.

სახ-დეპის მიერ გამართული დაჯილდოების ცერემონიალზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა რომ ათივე ნომინირებული პირი ადამიანთა ღირსების დამცველები არიან. მოგეხსენებათ თავად ქალბატონი რაისი ქალთა უფლებების დაცვის დიდი აქტისვისტი და ქომაგია:

ჩვენთვის მიუღებელია ქალებისა და გოგონების თანამედროვე მონობის ნებისმიერი სახეობა. ჩვენთვის მიუღებელია ის ფაქტი რომ ქალებსა და გოგონებს ცოდნის მიღების საშუალება არ ეძლევათ. ძალ-ღონეს არ დავიშურებთ რომ ბოლო მოვუღოთ ძალდატანებით ქორწინებას და ხელი შევუწყოთ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.ცდ

გამბედაობის ჯილდო გამარჯვებულ კანდიდატებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გლობალურ საკითხებში პოლა დობრიანსკიმ გადასცა. ქალბატონმა დობრიანსკიმ აღფრთოვანება ვერ დაფარა იმ ქალების მიმართ რომლებიც მიუხედავად დაშინებისა და მუქარისა პირნათლად ემსახურებიან თავიანთი ქვეყნის ქალთა უფლებების დაცვას.

მათ შორისაა ორგანიზაცია “აღსდექით ზიმბაბვეს ქალებო”-ს დამაარსებელი და ლიდერი ჯენიფერ ლუის უილიამსი.

ქალბატონი უილიამსი დაპატიმრებული იყო და მას ბევრჯერ დაემუქრნენ არა მარტო სიტყიერად, არამედ ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. ქალბატონმა უილიამსმა თავის ორგანიზაციის ქვეშ გააერთიანა ყველა რასისა თუ ეთნიკური ჯგუფის ქალი, და მათი სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემები სახალხო ყურადღების ცენტრში მოაქცია. როდესაც ორგანიზაციამ დედის დღეზე მშვიდობისა და მისი განვითარებისთვის ხელშემწყობი სამშვიდობო აქცია გამართა, ზიმბაბვეს მთავრობამ ამ პროცესს მონაწილეთა დაპატიმრებით უპასუხა.

ცდ

დაჯილდოებულთა შორის არის ორი ავღანელი ქალი, რომლებმაც ავღანეთში ქალის ძალადობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს და მომავალშიც აპირებენ ამ ბრძოლის გაგრძელებას.

ეს ჯილდო არ ნიშნავს რომ ჩვენი მუშაობა აქ დასრულდა, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ და ხმამაღლა განვაცხადო რომ ქალთა უფელებების დაცვა მომავალშიც გაგრძელდება.ცდ

ჯილდო ასევე გადაეცა ორ ერაყელ ქალს რომლებიც ომის ქარცეცხლში გახვეული ერაყის პოლიტიკურ ფონზე ქალის როლის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

ნიუ-იორკში დაარსებული ქალთა დაცვის საერთაშორისო ჯგუფი, სახელწოდებით მადრეს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია რომ შეერთებული შტატების მიერ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყში საგრძნობლად იმატა ქალის მიმართ ძალადობამ და დისკრიმინაციამ.

მოხსენების თანახმად დაფიქსირებულია ქალებზე პოლიტიზირებული თავდასხმისა და გაუპატიურების ფაქტები, როგორც შიიტი, ასევე სუნიტი მეამბოხეების მხრიდან, თუმცა განსაკუთრებული ძალადობით მაჰდის არმია და ბადრის ბრიგადა გამოირჩევა. აღსანიშნავია რომ ორივე დაჯგუფება შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერას იმსახურებს.

სახ-დეპის წარმომადგენელმა უარყო მადრეს მოხსენება და

და აღნიშნა რომ ერაყში შეერთებული შტატების დიპლომატების მიერ გატარებული საკონსტიტუციო რეფორმების ერთერთი მიზანი ერაყის მთავრობაში ქალების 25 პროცენტიანი წარმოამდგენლობის არსებობის ხელშეწყობაა.

ყოველწლიურად სახელმწიფო დეპარტმანენს დაგეგმილი აქვს აქცენტი გააკეთოს ქალებზე რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ქალთა უფლებებს იცავენ.

XS
SM
MD
LG