ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანის ეთანხმება აღმოსავლეთ ევროპაში


გერმანიის თავდაცვის მინნისტრი მხარს უჭერს აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგებას. რუსეთი კი ამ გეგმას ეწინააღმდეგება.

დღეს გერმანულ პრესაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრი ფრანც იოზეფ იუნგი ამბობს, რომ ევროპა შორი რადიუსის მქონე რაკეტების მეშვეობით თავდასხმის სულ უფრო მზარდი საშიშროების ქვეშაა და რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგებას დაუჭირა მხარი.

გასულ კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ სტეინმეიერმა კი ვაშინგტონს სისტემის დაყენებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა. შეერთებული შტატების გემით, რაკეტსაწინარო დაცვის რაკეტები პოლონეთში, ხოლო რადარი კი ჩეხეთში უნდა დაიდგას. ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ სისტემა ირანის მსგავსი ქვეყნებისაგან მომდინარე სასიშროებისაგან დაცვას წარმოადგენს.

რუსეთი აცხადებს, რომ მისი საზღვრების შორიახლოს რაკეტების განლაგება სიტუაციას დაძაბავს და გაეროს ეგიდით თანამშრომლობაზე ნეგატიურად იმოქმედებს.

XS
SM
MD
LG