გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მისი ქვეყნის წინააღმდეგ შემოღებული ახალი სანქციების მიუხედავად ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა არ შეწყდება.
ირანის სახელმწიფო მედიაში მოყვანილია აჰმადინეჟადის სიტყვა, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ იმ ქვეყნებს, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს არასდროს დაივიწყებს. მან განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა კანონიერად ხორციელდება. ირანი აცხადებს, რომ გაეროსთან და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსტან ურთიერთობის სეზღუდვას აპირებს.
გაეროს მიერ მირებული ახალი სანქციების ტანახმად, ირანული იარაღის ექსპორტს კრძალავს და იმ ოცდარვა ირანის მოქალაქისა და ორგანიზაციის უცხოურ ანგარიშებს ყინავს, რომლებიც ბირთვულ იარაღთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.
ამის ფონზე ერაყი ირანს 15 ბრიტანელი სამხედრო მეზღვაურის განთავისუფლებას მოუწოდებს. ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით ბრიტანელთა განთავისუფლება ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ თავისი ირანელი კოლეგისგან სატელეფონო საუბრისას მოითხოვა. ერაყის ხელისუფლების მტკიცებით ბრიტანელები ერაყის ტერიტორიულ წყლებში დააკავეს ირანელებმა. ბრიტანელები ერაყის ხელისუფლების ნებართვით მოქმედებდნენ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩარ მოტაკის განცხადებით ბრიტანელ მეზღვაურებს შესაძლოა ირანის ტერიტორიულ წყლებში უკანონო შეჭრისთვის დასდონ ბრალი.ბრიტანეთის პრმიერ-მინისტრის ტონი ბლერის თქმით მეზღვაურები უკანონოდ დააკავეს.