ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრძელდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აშშ-ში


გრძელდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გუშინ ვაშინგტონში მდებარე ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის შტაბბინაში ქალბატონი ნინოს საპატივცემულოდ საქმიანი საუზმე გაიმართა.

შეხვედრა დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტმა კენეტ უოლაკმა გახსნა: ბატონი ვოლაკი მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მადლობა უთხრა ყველას ვინც კი ეს შეხვედრა დაგეგმა. მან აღნიშნა, რომ დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტი უკვე თხუთმეტი წელია რაც გარკვეულ პროგრამებს აფინანსებს საქართველოში. შემდეგ ბატონმა უოლაკმა ქალბატონი ნინოს პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე მოკლედ ისაუბრა.

„ქალბატონი ნინო ვარდების რევოლუციის სამი ლიდერისაგან ერთ-ერთია” თქვა მოხსენებელმა. შემდეგ მან ვარდების რევოლუციის წინაპირობებზე და მოკლე ისტორიაზე გაამახვილა ყურადღება. ისაუბრა იმ ფაქტებზე, ტუ როგორ არ დაიხია უკან ქალბატონმა ნინომ დ ამიხეილ სააკაშვილთან და ზურაბ ჟვანიასთან ერთად როგორ ჩაუდგა სათავეში იმ მოძრაობას, რომელმაც გაყალბებული არჩევნების შედეგები არ სცნო და საბოლოოდ პრეზიდენტ შევარდნაძის მშვიდობიანი გზით გადადგომას მიაღწია.

„2003 წლიდან მოყოლებული საქართველოში დიდი ცვლილებები განხორციელდა. ქვეყნის მთავრობა ქმედითი გახდა და ნდობაც მოიპოვა. აღინიშნება საზოგადოებრივი სექტორის ფუნქციონირების გამოსწორების მცდელობები. კორუფცია უკან იხევს და ეკონომიკაც მძაფრად იზრდება. თუუმცა დემოკრატიისა და განვითარების გზაზე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი შინაგანი და საგაფრეო პრობლემა აქვს მოსაგვარებელი.” თქვა ბატონმა უოლაკმა. „რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას. რუსეთი ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში სეპარატისტული რეგიონების არსებობაში. ჩემს ნათქვამის სიმართლეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, სულ ახლა ხანს, კოდორის ხეობაში რუსული სამხედრო ვერტმფრენების შეჭრისა და ხეობაში მდებარე შენობებისათვის რაკეტების დაშენის ფაქტი”. გააგრძელა მომხსენებელმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში ოპოზიციურ ძალებსა ხელისუფლებას შორის დაპირისპირების ზრდა გასაგებიცაა, რადგანაც გარდაქმნებისა და ნატოში შესვლის განრიგი მხარეებს სხვადასხვაგვარად ესახებათ. მისი თქმით, როდესაც ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, სწორედ ქალბატონი ნინო იყო ის პიროვნება, ვინც საპარლამენტო ინსტიტუტის ფუნქციონირებისა და მისი პოზიტიური რეპუტაციის შენარჩუნების მცდელობით, მხარეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. შემდეგ ბატონმა უოლაკმა სიტყვა გადასცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

ქალბატონი ნინო მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და არნიშნა, რომ ყოველთვის სასიამოვნოა მეგობრებს შორის ყოფნა და მადლობა გადაუხადა დემოკრატიის ეროვნულ ინსტიტუტს მისი მიპატიჟებისათვის: „საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც ძალზე კარგად იცის მეგობრობისა და მხარდაჭერის ფასი. ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, დემოკრატიის ეროვნულ ინსტიტუტი, შეერთებული შტატები და ამ ქვეყნის პოლიტიკური ჯგუფები და ლიდერები ძლიერ გვიჭერდნენ მხარს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. სწორედ ეს მხადაჭერა დაგვეხმარა ჩვენ გადარჩენაში და მომავლის გეზის ნათელ ჩამოყალიბებაში”. სთქვა ქალბატონმა ნინომ.

მან აღნიშნა, რომ საქართველო იმიტომ მიილტვის ნატოსკენ, რომ ქვეყნის მთელ მოსახლეობას ძალზე კარგად ესმის ის თუ რა დადებით ზეგავლენას მოახდენს ალიანსის წევრობა საქართველოზე. „საქართველოს პირველი რესპუბლიკა დემოკრატიული და ნეიტრალური იყო, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა ბოლშევიკურ რუსეთს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაში და ანექსიაში. შედეგად საქართველო საბჭოთა მონობაში სამოცდაათი წლის განმავლობაში იმყოფებოდა” დასძინა მან.

სპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველო და ბალტიის ქვეყნები ამ მონობას ვერასდროს ეგუებოდნენ და ყოველთვის მიილტვოდნენ თავისუფლებისაკენ. „სამწუხაროდ ახლა ჩვენ ბალტიის ქვეყნებს ბევრად ჩამოვრჩებით. საქართველო ახლა იმ მდგომარეობაშია როგორშიც ეს ქვეყნები ათი წლის წინათ იმყოფებოდნენ. საქართველოში ძალზე მძიმე სიტუაცია იყო. კორუფცია ბატონობდა. მოკლე პერიოდში ჩვენ დიდ წარმატებებს მივაღწიეთ, საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა ფლანგზე. ტუმცა რეფორმები გრძელდება და ჯერ კიდევ ზალზე ბევრია გასაკეთებელი”. სთქვა ქალბატონმა ნინომ. არის ბევრი პრობლემა სადაც ჩვენ მეგობრებისა და საერთაშორისო დახმარება გვესაჭიროება. დაამატა მან. ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, რომ რუსეთი უდიდეს ნეგატიურ როლს თამაშობს საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიუსხედავად სხვა საკითხებში არსებული დაპირისპირებისა, საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრი ისევე, როგორც ქვეყნის მოსახლეობა თანხმდება იმაში, რომ ქვეყანა ნატოს ალიანსის წევრი უნდა გახდეს. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის ყველა წევრმა მისცა ხმა. ეს თავისთავად ძალზე მნიშნვნელოვანი ფაქტია. სთქვა ქალბატონმა ნინომ.

ქალბატონმა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ზალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ამ ორგანიზაციაში შეყვანა, არა მარტო კონკრეტულად ამ ქვეყბ=ნისთვის არამედ მტელი რეგიონისათვის. რომ მთელმა კავკასიამ, შუა აზიამ, რუსეთმა და სხვა ქვეყნებმაც დაინახონ, რომ ეს შესაძლებელია. რომ დემოკრატია და თავისუფლება მხოლოდ მათგან შორს მყოფი დასავლეთის პრეროგატივაა. ქალბატონი სპიკერის თქმით, სწორედ ამას ეწინააღმდეგება რუსეთი, ვინაიდან მას კარგად ესმის ის, რომ შედეგად დემოკრატიზაციის პროცესი მთელს რეგიონს და რუსეთსაც შეიძლება მოედოს”.

შემდეგ მან მსმენელთა კითხვებს გასცა პასუხი. ერთ-ერთი კითხვა უკრაინას ეხებოდა. ქალბატონ ნინოს სთხოვეს ეპასუხა, თუ მისი აზრით რატომ არ აღინიშნება ნატოში შესვლასთან დაკავშირებით საქართველოს მსგავსი ენთუზიაზმი უკრაინაში: „მოგეხსენებათ თუ რარიგ უჭერდა საქართველო მხარს უკრაინის ნარინჯისფერ რევოლუციას. სამწუხაროდ ჩვენგან განსხვავებით რევოლუციის ლიდერებმა ვერ შესძლეს შეთანხმება. სედეგად კი თავად მატაც იზარალეს და საერთო ჯამში ქვეყანამაც. უკრაინის ხელისუფლება ნათლად არ უხსნის ხალხს თუ რა დადებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს მათ ქვეყანაზე ალიანსში შესვლამ. კიევმა მეტი უნდა ისაუბროს ნატოს შესახებ”. დაასრულა ქალბატონმა ნინომ.

XS
SM
MD
LG