ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოს ყოფილ პრემიერ მინისტრს რამუშ ჰარადინაჯს ომის დროს დანაშაულის ჩადენისათვის ასამართლებენ


ბატონი ჰარადინაჯი 1990-იან წლებში მიმდინარე ბრძოლებისას, კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის რეგიონალური თავკაცი იყო. ბატონ ჰარადინაჯსა და კიდევ ორ სხვა ალბანური წარმოშობის ბრალდებულს, კოსოვოდან სერბების გაყრის მცდელობით დანაშაულთა ჩადენის ბრალდებით ასამართლებენ.

ყოფიელ პრემიერს, 1998 წელს მკვლელობებში, გაუპატიურებებსა და სერბთა დეპორტაციაში ედება ბრალი. ბრალდება აღნიშნავს, რომ მართალია ჰარადინაჯს შეიძლება პირადად არ მიუღია მონაწილეობა მკვლელობებში, მაგრამ ამას მისი ქვეშევრდომები ჩადიოდნენ და ბუნებრივია პასუხი მეთაურს მოეთხოვება.

XS
SM
MD
LG