ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა სუნიტურმა დაჯგუფებამ ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს 18 თანამშრომელი გაიტაცა


ინტერნეტში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია რომ პოლიციელები დაიულას პროვინციაში გასულ თვეს სუნიტი ქალის გაუპატიურების გამო გაიტაცეს. ინტერნეტში გატაცებულთა ფოტოებიც გამოჩნდა, რომლებიც პოლიციის ფორმებში და სამოქალაქო ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი.

ერაყის ხელისუფლებამ დაადსტურა 14 პოლიციელის გაუჩინარება ბაღადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ დაიულაში. მიმდინარეობს გამოძიება.

ამასობაში ორი ამერიკელი ჯარისკაცი და ერაყელი თარჯიმანი დაიღუპა ბაღდადის ჩრდილოეთში ნაღმზე აფეთქების შედეგად.

XS
SM
MD
LG