ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატებისათვის ყველაზე დიდ ზიანის მიყენება ტერორიზმს ძალუძს


ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორი ადმირალი მაიკ მაკკონელი ამბობს, რომ ალ ყაიდას მრავალი ლიდერის მოსპობის მიუხედავად, ტერორისტული ორგანიზაციის მთავრი პირები ჯერ კიდევ აქტიურად მოქმედებენ და შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ოპერაციებს გეგმავენ.

„ალ ყაიდა, სხვა ტერორისტულ ჯგუფებთან ერთად, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაქტიული და ბირთვული იარაღისა და მასალის მოპოვებას ცდილობს. ალ ყაიდა აგრეთვე პაკისტანიდან, ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში მოქმედ ტერორისტულ ჯგუფებთან, უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებას ცდილობს”. ამბობს ადმირალი.

მან დაამატა, რომ ამერიკისათვის და მისი მოკავშირეებისათვის სიდიდით მეორე საშიშროებას ჩრდილოეთ კორეა და ირანი წარმოადგენენ, რომლებიც ბირთვული იარაღის მოპოვებას ცდილობენ:

„ირანიდან ბირთვულის გარდა სხვა საშიშროებაც მომდინარეობს. თალიბებისა და სადამ ჰუსეინის ჩამოგდებამ, ნავთობის გაყიდვიდან შემოსავლების ზრდამ, პალესტინის არჩევნებში ჰამასის გამარჯვებამ და ჰეზბოლას მიერ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულმა წარმატებამ, ახლო აღმოსავლეთში ირანის გავლენის ზრდას შეუწყო ხელი”. სთქვა ადმირალმა.

სენატში წარმდგარმა ადმირალმა მაკკონელმა განაცხადა, რომ ნავთობზე და ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდამ, ამერიკასთან დაპირისპირებული, ამ ნედლეულის მომპოვებელი ვენესუელისა და ირანის შემოსავლების ზრდა განაპირობა. მან დაამატა, რომ რუსეთი ახლა თავს ენრგიის მფლობელ ზესახელმწიფოდ მიიჩნევს. და ცდილობს, რომ მეზობელი სახელმწიფოები საკუთარ ენერგიაზე დამოკიდებული გახადოს.

სენატის შეიარაღებული ზალების კომისიის წინაშე აგრეთვე შეერთებული შტატების სამხედრო დაზვერვის უწყების დირექტორი, გენერალ ლეიტენანტი მაიკლ მეილსიც წარსდგა. მისი თქმით, რუსეთი თავდაცვაზე ჩინეთისა და ამერიკის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდ თანხას ხარჯავს:

„რუსეთი მსოფლიოში იარაღის ვაჭრობით ლიდერობს. მოსკოვი დიდძალ იარაღსა და სამხედრო ტექნოლოგიებს აწოდებს ჩინეთს, ინდოეთს, ირანსა და ვენესუელას. რუსეთი და ჩინეთი კოსმოსური ბრძოლის პროგრამების შექმნის ყველაზე რეალურ კანდიდატებად მიგვაჩნია”. განუცხადა კომისიას გენერალმა.

შეიარაღებული ძალებიუს კომისიის წევრმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ უორნერმა აღნიშნა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის სემდეგ ამერიკისა და უცხოეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებმა თანამშრომლობა აუცილებლად უნდა გაააქტიურონ:

„ამასთან ერთად ჩვენ უკეთესი და უფრო მრავალრიცხოვანი სადაზვერვო აპარატის არსებობა გვესაჭიროება. აღარ უნდა არსებობდეს ენისა თუ კულტურული ბარიერები. კულტურის არცოდნა სწორედ ისაა რაც ჩვენ ერაყსა და ავღანეთში წარმატების მიღწევაში გვიშლის ხელს”. სთქვა სენატორმა.

მან აგრეთვე უშიშროების სამსახურების თავკაცემს მოუწოდა, რომ პოლიტიკოსებთან გულწრფელნი იყვნენ რა არასასიამოვნო და არაპოპულარულიც კი არ უდა იყოს მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG