ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეინი ავსტრალიაში ჩადის


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ერაყის ომში მხარდაჭერის მოპოვების მცდელობით ავსტრალიაში გაემგზავრა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, იაპონიაში 3-მ დღიანი სტუმრობის შემდეგ, ერაყის ომში მხარდაჭერის მოპოვების მცდელობით ავსტრალიაში გაემგზავრა. ჩეინის ჩასვლისათვის ავსტრალიაში უშიშროების გაძლიერებული ზომებია მიღებული. სიდნეის ქუჩებში გამოსული ათასობით მოპროტესტე, ერაყიდან ავსტრალიური სამხედრო შენაერთების გამოყვანას მოითხოვს. ერაყის ომთან მიმართებაში კანბერა შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირეა. იაპონიიდან გამგზავრებული ბატონი ჩეინი, რამდენიმე საათით ამერიკის კუთვნილ, წყნარი ოკეანის კუნძულ გუამზე შეჩერდა. კუნძულზე მდებარე საჰაერო ბაზაში მან სიტყვით მიმართა ამერიკელ მეზღვაურებსა და მფრინავებს.
XS
SM
MD
LG