ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ ტეფტი ურანის კონტრაბანდისტის შესახებ


საქრთველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით რადიაქტიული ნივთიერებით მოვაჭრე რუსეთის მოქალაქე 100 გრამ ურანიუმში მილიონ დოლარს ითხოვდა. რუსი კონტრაბანდისტი კარგ ფასად ურანიუმის იმ რაოდენობით შემოტანის პირობას დებდა, რომელიც პატარა ატომური ბომბის შესაქმნელად იქნებოდა საკმარისი. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ამერიკის ხმასთან საუბარში განაცხადა:” ეს ნივთიერება საქართველოში შემოიტანეს მესამე ქვეყნებში გაყიდვის მიზნით. მაგრამ კონდრაბანდისტი ჩვენმა სპეცდანიშნულების ძალებმა დააკავეს. ჩვენ ამის შესახებ დაუყოვნებლივ ვაცნობეთ ჩვენს კოლეგებს რუსეთსა და ამერიკაში.” საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ტეფტის განცხადებით:” ეს იყო 100 გრამი გამდიდრებული ურანი რომლის კონტრაბანდა საერთაშორისო უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.” მიუხედავად ამისა რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინე ზატულინი მიიჩნევს რომ ერთი წლის წინათ მომხდარი ამ ინციდენტის ახლა გამომზეურება პოლიტიკური მანევრია რომელიც რუსეთის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად ბირთვულ საკითხებზე ინდოეთთან მიმდინარე მოლაპარაკების ფონზე:” აქ მხოლოდ ერთ მიზეზს ვხედავ ისევ წამოწიონ წინ საიდუმლო რუსი შპიონების თემა რომლებიც მთელს მსოფლიოში რადიაქტიული ნივთიერების გადატანით არიან დაკავებულნი.” საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით ურანიუმი საქართველოში რუსეთის ტერიტორიიდან შემოიტანეს.
XS
SM
MD
LG