ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი კვლავ პოლიტიკური მსოფლიოს ეპიცენტრში აღმოჩნდა


პოლიტიკური სკანდალი ურანის გამო თბილისი კვლავ პოლიტიკური მსოფლიოს ეპიცენტრში აღმოჩნდა, საქართველოში კონტრაბანდული გზით მოხვედრილ ურანთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში რუსეთის მოქალაქემ შემოიტანა. ურანის წარმომავლობა ჯერჯერობით უცნობია, რუსეთის მოქალაქე დაკავებული და იხდის სასჯელს !

ვაშინგტონი დღეს აცხადებს, რომ ქართულ მხარეს ნივთიერების ამოღებასა და კონტრაბანდასთან დაკავშირებული პირების პასუხისგებაში მიცემაში დაეხმარა - „ ფედერალურმა ბიურომ და ენერგეტიკის სამინისტრომ ამ ნივთიერების ანალიზი ჩაატარეს და დაადასტურეს, რომ ამოღებული ნივთიერება არის გამდიდრებული ურანი „ - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა.

მოსკოვი აღნიშნული სპეცოპერაციის დეტალების 1 წლის შემდეგ გახმაურებას პროვოკაციას უწოდებს.

საქართველოს შსს განცხადებით რუსეთის მოქალაქე, ოლეგ ხინჩაგოვი 100 გრ. გამდიდრებული ურანის გაყიდვას 1 მილიონ დოლარად ცდილობდა. ოლეგ ხინჩაგოვი გასული წლის 1.02. დააკავეს, მას თავისუფლების აღკვეთა 8 წლით და 6 თვით მიუსაჯეს.

რატომ ატყდა ამ საქმესთან დაკავშირებით მსოფლიოში აჟიოტაჟი ?! რით ემუქრება ეს ფაქტი საქართველოს უსაფრთხოებას ? - ამ საკითხებზე დღეს ჩვენი სტუმარი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი გვესაუბრება : - აჟიოტაჟი ატყდა იმიტომ, რომ რადიოაქტიური მასალების უკონტროლო გადაადგილება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე დედამიწაზე. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნის ტერიტორიაზე და მის გარეთ, როგორიც არის რუსეთი. იმიტომ რომ, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ძალიან სერიოზული ძალოვანი სტრუქტურების მფლობელია, ამავე დროს სერიოზული მწარმოებელი ბირთვული მასალების და ყოველთვის ამბობს რუსეთის ხელმძღვანელობა, რომ დაცულია ყველაფერი. ამ დროს ეს უკვე პირველი შემთხვევა არ არის.

XS
SM
MD
LG