ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წიგნის გამოცემა საქართველოში


- მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ დროს ხშირად ისმის უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ წიგნმა არა მეორე, არამედ გაცილებით უკანა პლანზე გადაინაცვლა და ადამიანების ინტერესის უმთავრეს სფეროდ ინტერნეტი და მედია რჩება, ფაქტი ერთია - საქართველოში დღითი დღე იზრდება გამომცემლობების რაოდენობა და საკუთარ საქმიანობას არ წყვეტენ ის გამომცემლობები, რომელნიც უკვე დიდი ხანია არსებობენ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ წიგნის გამომცემლობებზე და გავიგებთ, განვითარდა თუ არა საგამომცემლო ბიზნესი საქართველოში, საქმიანობის რა მიმართულებები მოინიშნა და გამოიკვეთა უკანასკნელ დროს?

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში არსებობდა წიგნების გამოცემის ტრადიციაც და გამომცემლობაც, რომელიც ორიენტირებული იყო სასწავლო ლიტერატურის სამცნიერო ნაშრომების გამოცემაზე. წელს მას ახალი ხელმძღვანელი ყავს, რომელიც უნივერსიტეტის გამომცემლობაში აქცენტების, მიმართულებების შეცვლას გეგმავს. ბატონი ნუგზარ წიკლაური, უნივერსიტეტის გამომცემლობის და ასევე გამომცემლობა “ლიტერას” ერთერთი ხელმძღვანელი აღნიშნავს.

ნუგზარ წიკლაური – უნივერსიტეტში იყო ერთი მიმართულება და ამიტომ მიმდინარე ლიტერატურული პროცესი ყურადღების მიღმა რჩებოდა. მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორი მიდგომაა საქმისადმი და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ გამომცემლობას ქონდეს მინიმუმ ორი მიმართულება, ერთი რასაც ის აქამდე ამზადებდა და მეორე უკვე არის შეთანხმებული ნუსხა, ოქროს სერია სადაც იქნება მსოფლიო ლიტერატურის და მსოფლიო აზრის დიდი სერია.

ასევე გამოიცემა ქართული სამეცნიერო კლასიკა. - გამომცემლები, როგორც წესი უჩივიან დაბალ ტირაჟს და ეს დაბალი ტირაჟი განპირობებულია მომხმარებლის ნაკლებობით. სინამდვილეში რა არის ამის მიზეზი, არის ინტერესის ნაკლებობა თუ წიგნის შეძენის შესაძლებლობის ნაკლებობა. გამომცემლობა “მერანის” რედაქტორი გივი ალხაზიშვილი აღნიშნავს.

გივი ალხაზიშვილი – საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოში ინტერესი არის იმ დოზით და იმ დონით, როგორც უნდა იყოს. შეიძლება მკითხველთა რაოდენობა გაიზარდოს მას შემდეგ, რაც სოციალური ფონი გაუმჯობესდება, მაგრამ, მაგალითად იტალიაში მოსახლეობის 03 პროცენტი არის წიგნის მკითხველი და მყიდველი, ასეა გერმანიაშიც. ამ შეფარდებით და გამოთვლით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოშიც სწორედ ის რაოდენობა კითხულობს და ყიდულობს წიგნს, რასაკვირველია თუ პროცენტულად დავიანგარიშებთ, სწორედ ამ ციფრეში ვჯდებით ჩვენც.

- ბუნებრივია პირველ რიგში სასურველია ქვეყანას წიგნის მკითხველი და მოყვარული არ მოაკლდეს, სოციალური პირობვბის გაუმჯობესების შემდეგ კი მათი მყიდველიც უფრო გააქტიურდება.

XS
SM
MD
LG