ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საკითხზე  მოლაპარაკებები მალე განახლდება    


ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად. ქრისტოფერ ჰილმა და ჩრდილოეთ კორეის მთავარმა მოთათბირემ კიმ კი კვანმა ბერლინში მიაღწიეს მოლაპარაკებების განახლების თაობაზე შეთანხმებას.

ჰილი და კიმი ბერლინში სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, რათა განახლდეს ექვსმხრივი მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ. სამხრეთ კორეაში ჩაფრენის შემდეგ ქრისტოფერ ჰილმა განაცხადა, რომ როგროც ჩანს ექვსმხრივი მოლაპარაკება მომავალ თვეს დაიწყება. მოლაპარაკებების ბოლო ჯრი პეკინში ერთი თვის წინ ჩატარდა. ოფიციალური ფხენიანი დაჟინებით აცხადებს, რომ არავითარ წინსვლას არ ექნება ადგილი ბირთვულ საკითხში, თუ ვაშინგტონი ფინანსურ სანქციებს არ მოუხსნის ფხენიანს. ვაშინგტონი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ იძულებული იყო ეს ზომები გაეტარებინა, რათა აშშ-ის ინტერესები დაეცვა.

ზოგ მიმომხილველს მიაჩნია, რომ ბერლინის მოლაპარაკება ძირითადად ეხებოდა სანქციებს. თუმც, არც ის არის გამორიცხული, რომ მხარეები საუბრობდნენ იმის თაობაზე თუ ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისაგან გასუფთავების საქმეში. ქრისტოფერ ჰილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინის პოლაპარაკებაზე საუბარი არ ყოფილა ჩრდილოერ კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ. მან კერძოდ თქვა:

-”კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისაგან გაწმენდის საკითხი განხილული იქნება ექვსმხრივი მოლაპარაკების დროს. “

პეკინის მოლაპარაკების პარალელურად ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს სორის სანქციების საკითხზე მიმდინარეობდა ორმხრივი მოლაპარაკება. უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტი მზადაა ნაწილობრივ მოხსნას ეს სანქციები. როგორც ქრისტოფერ ჰილი ამტკიცებს მოლაპარაკება ამ საკითხზე მომავალ კვირას ნიუ-იორკში განახლდება.

ქრისტოფერ ჰილის განცხადების თანახმად თუ ფხენიანი გამოხატავს მზადყოფნას დაიწყოს მისი ბირთვული პროგრამების სეჩერების პროცესი აშშ-ი და მისი პარტნიორები მზად არიან პრაქტიკული ნაბიჯები გადადგან იმ პუნქტების განხორციელების მიზნით, რომლებიც 2005 წლის სექტემბრის დეკლარაციაშია ჩამოყალიბებული, რაც ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზაციასაც გულისხმობს.


XS
SM
MD
LG