ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაისა და ავღანეთში განლაგებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მეთაურებს შეხვდა


შეხვედრის შემდეგ ავღნეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავღანეთის მთავრობა დაამარცხებს თალიბთა და ალყაიდას მოთარეშეებს. -”ავღანელი ხალხი და ჩვენი უცხოელი პარტნიორები, აშშ-ი და ნატო მზადა ვართ საკადრისი პასუხი გავცეთ ტერორიზმას, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს მისი საფრთხე. ერთობლივი ძალებით ჩვენ დავამარცხებთ მას.” როგორც ბატონმა გეითსმა განაცხადა, თალიბ მოთარეშეებს არ უნდა მისცენ იმის საშუალება რათა საფრთხე შეუქმნან იმ მიღწევებს, რომლებიც ავღანელმა ხალხმა გააკეთა. მისი თქმით: -” ჩემის აზრით უდიდესი მნიშვნელობ აქვს იმას, რომ საკუთარი ძალებით გავუმკლევდეთ ამ საფრთხეს. ამ საქმეში ჩვენ ერთად უნდა ვიღვაწოთ და თუ ჩვენი სამხედრო კონტინგენტის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ საჭიროა დამატებითი ძალების ავღანეთში გადასროლა, მე ამ თხოვნით დაუყოვნებლივ მივმართავ აშშ-ის პრეზიდენტს.” ავღანეთში აშშ-ის კონტინგენტის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი კარლ აიკენბერი აცხადებს, რომ ბოლო დროს ავღანეთის სამხრეთში მკვეთრად გაიზარდა თალიბთა თავდასხმების შემთხვევები. მისი აზრით თავდასხმათა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება მომავალი რამოდენიმე თვის განმავლობაში. აშშ-ის თავდაცვის უწყების შეფს მიაჩნია, რომ ამ ფონზე აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა გადამწყვეტ მოქმედებას უნდა მიმართონ: -” ერთი რამ უდავოა. თალიბთა თავდასხმების სიხშირე მკვეთრად გაიზარდა. ამ წუთს ხელთ არა მაქვს ზუსტი ციფრები, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამას ადგილი აქვს ვაზირისტანის ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებში. ეს ფაქტი ჩვენი შეშფოთების საგანია.” ბატონ გეითსს მიაჩნია, რომ ამ საქმეში ძალზე მნიშვნელოვანია პაკისტანის თანამშრომლობა ავღანეთთან. -”პაკისტანი ამერიკის ერთ-ერთი უძლიერესი მოკავშირეა ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ურთიერთთანამშრომლობას პაკისტანთან, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი პაკისტანის მხრიდან ავღანეთში მოთარეშეთა ინფილტრაციას.” ბატონი გეითსის თქმით დღეს-დღეობით ამერიკისათვის უმნიშვნელოვანესი მიზანი ავღანეთში გამარჯვების მიღწევაა.

XS
SM
MD
LG