მიმომხილველების აზრით 2006 წელს მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ახლო აღმოსავლეთის ომი, ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხები და ამერიკაში პოლიტიკურ ძალთა გადანაცვლება დომინირებს. 2006 წლის იანვარი ერაყში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით დასრულდა.
ბევრმა ამ დროს დაიჯერა, რომ სადამ ჰუსეინის მმართვლეობის შემდეგ სტაბილურ დემოკრატიაზე გადასვლა მართლაც შესაძლებელი იყო. თუმცა ეს იმედები თებერვალში დაიმსხვრა როცა ერაყის ქალაქ სამარაში შიიტებისთვის ყელაზე წმინდა სალოცავი- ალ ასკარიას მეჩეთი აფეთქდა. ამას მოჰყვა შიიტებსა და სუნიტებს შორის რელიგიურ ნიადაგზე გაჩაღებული დაპირისპირება, რამაც თითქმის სამოქალაქო ომის ხასიათი შეიძინა. დაძაბულობა ვერც ივნისში ერაყში ალ ყაიდას ლიდერის აბუ მუსაბ ალ ზარქავის სიკვდილმა შეასუსტა.
ადგილობრივ ჯგუფებს შორის მოქცეულლმა კოალიციამ და ერაყის საჯარისო შენაერთებმა აგვისტოში უმსხვილესი სამხედრო ოპერაციის გატარება დაიწყეს. მიზანი ბაღდადში წესრიგის აღდგენა იყო. თუმცა უკვე რამდენიმე თვის შემდეგაც კი, ამერიკელი გენერლების განცხადებით, ამ საქმეში უმნიშვნლეო პროგერესია მიღწეული მხოლოდდამხოლოდ.
თუმცა წინსვლას ჰქონდა ადგილი სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესის მიმდინარეობაში. ქალაქ დუჯაილში 1980 წელს განხორციელებული მკვლელობებისთვის მას უკვე გამოუტანეს სიკვდილით დასჯის განაჩენი.
ერაყის საკითხი ამდენად 2006 წლის ერთერთი ყველაზე ხშირად მნიშვნელოვანი თემა იყო, რამაც ბოლოსდაბოლოს აშშ პრეზიდენტს აიძულა ეთქვა აქტ ერაყში მძიმე სიტუაციაა შექმნილი ციტატის დასასრული ერაყში მზარდი ძალადობა გახდა ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ჯორჯ ბუშის პარტიამ დაკარგა კონგრესის უმრავლესობა. პოლიტიკურმა ცვლილებამ პრეზიდენტი საბოლოო ჯამში აიძულა თავდადცვის მინისტრი გადაეყენებინა თანამდებობიდან, და ერაყში არსებული სამხედრო კამპანია ხელახალა შეესწავლა და შეეფასებინა.
2006 წელი ცვლილების ხანა იყო ავღანეთშიც. კონტროლი სიტუაციზე ისევე როგორც სამშვიდობო მისია ამეირკამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გადააბარა. თალიბთა მეამბოხე ძალები კი იქ დღემდე ართულებენ მდგომარეობას ახალი ტაქტიკური მეთოდების გამოყენებით. ნატო იძულებულიც კი იყო ქვეყანაში დისლოცირებული ჯარების რაოდენობა გაეზარდა.
2006 წელს ერთიორად გამწვავდა ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტი. ისრაელის პრემიერ მინისტრი არიელ შარონი ავადმყოფობის მდგომარეობის გამო ვეღარ აგრძელებს საქმიანობას. მთავრობის კონტროლს ეჰუდ ომერტი ეწევა, რომელმაც ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე პალესტინელებთან სამშვიდობო პროცესის განახლების პირობა დასდო. თუმცა იმედები არ გამართლდა და პალესტინელმა ხალხმა არჩევნებში ისლამურ მეამბოხე ძალას ჰამასს მისცა ხმა. საპასუხოდ, ისრაელმა და ამერიკამ პალესტინელებს დახმარება შეუწყვიტეს.
ლიბანის ომს 1400 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განადგურდა ლიბანის უდიდესი ნაწილი. ისრაელის თვითმფრინავებმა და საჯარისო შენაერთებმა ჰეზბოლას სამიზნე ობიექტების იერიშის დროს ენით აუწერელი ზიანი მიაყენეს ლიბანის მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას.
და ბოლოს, ბირთვული ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საფრთხე. საერთაშორისო საზოგადოებამ ორივე შემთხვევაში დაჰგმო ურჩი ქვეყნების მოქმედება, განსაკუთრებით კი ფხენიანის ბირთვული გამოცდების შემდეგ და პეკინში, ექვმსხრივი მოლაპარაკებების ფორმატში ჩრდილოეთ კორეის განიარაღებას წარუმეტებლად შეეცადა.
ირანის საკითხი ორი დღის წინ გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა და თეირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეზოლუციაც მიიღო. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ირანი არ ფიქრობს ურანის გამდიდრების სამუშაოების შეჩერებას, არამედ თავის მიზანს ბოლომდე მიიყვანს და ბირთვულ იარაღს შექმნის.