ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინში ჩრდილოეთ კორეის საკითხზე მიმდინარე ექვმსხრივი მოლაპარაკებები პარასკევამდე გაგრძელდება


სამხრეთ კორეელი დიპლომატი აცხადებს, რომ პეკინში ჩრდილოეთ კორეის საკითხზე მიმდინარე ექვმსხრივი მოლაპარაკებები პარასკევამდე გაგრძელდება. შეხვედრა ამით, ერთ დამატებით დღეა გასტანს.

სამხრეთ კორეის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მხარეებმა არსებით პროგრესს მიაღწიეს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა განხორციელდეს 2005 წელს მიღებული შეთანხმება ჩრდილოეთ კორეასთან. შეთანხმების თანახმად, ფხენიანმა პირობა დასდო რომ ბირთვულ პროგრამას შესწყვეტდა.

ამ ფონზე, ამეირკელი დელეგატის ქრისტოფერ ჰილის განცხადებით;

“ჩვენ ხაზგასმით განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან შეგუებას. მსოფლიოში არავინ არ შეურიგდება იმას რომ ფხენიანი ბირთვულ იარაღს ფლობდეს. “

XS
SM
MD
LG