ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში ავღანეთში ნატოს როლზე საუბრობს


<!-- IMAGE -->

რიგაში ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხაზგასმით აღნიშნა ნატოს უმთავრესი მიზანია წინ აღუდგეს ჩვენი საუკუნის ყველაზე დიდ საშიშროებას -” ჩვენ ჩაბმული ვართ ბრძოლაში ტერორისტებისა და ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებიც ზიზღის იდეოლოგიით ხელმძღვანელობენ და ლამობენ ტოტალიტარული სახის იმრპერიის შექმნას, რომელიც გადაჭიმული იქნება ესპანეთიდან ინდონეზიამდე. ჩვენ ვიბრძვით ექსტრემისტთა წინააღმდეგ, რომლებიც უდანაშაულოთა სისხლისღვრის წინაშეც კი არ იხევენ უკან ოღონდაც კი საკუთარ მიზნებს მიაღწიონ.”ცდ სამი წლის წინ ნატომ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, როდესაც თავისი ძალები გადაისროლა ავღანეთში იქ დემოკრატიული წყობის დასაცავად . ეს პირველი შემთხვევაა, რომ ნატომ მისი ძალები ევროპის საზღვრებს მიღმა განალაგა. გადაიბარა რა ავღანეთში უშიშროების დარგში საერთაშორისო ძალის ფუნქცია ნატომ ეს კონტონგენტი მცირე, უმნიშვნელო ძალიდან, რომელიც მხოლოდ ქაბულში მოქმედებდა გადააქცია ძლიერ, კარგად მომზადებულ ძალად, რომელიც დღეს მთელს ავღანეთში ატარებს სამხედრო ოპერაციებს. -”ნატო ავღანეთის ეროვნულ არმიას ამზადებს. ამას გარდა მას ოცდახუთი მცირე ზომის სარეკონსტრუქციო ჯგუფი ჰყავს, რომლებიც ავღანეთის მთავრობას ქვეყნის მივარდნილ რაიონებში კონტროლის დამყარებაში უწევენ დახმარებას. დღეს-დღეობით ავღანეთში ნატოს მისია მოიცავს ნატოს ოცდაექვსი მოკავშირე და პარტნიორი სახელმწიფოს ძალებს. “- განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც პრეზიდენტმა თქვა ავღანეთში კვლავაც მოქმედებენ თალიბთა შეიარაღებული დაჯგუფებები, ალყაიდას ტერორისტები და ნარკო-ბარონები, რომელთაც ერთი მიზანი აერთიანებთ: ავღანეთში დემოკრატიის მოსპობა. პრეზიდენტის განცხადებით: -”იმისათვის რომ ნატომ დასახული ამოცანები შეასრულოს მის ხელმძღვანელობას სჭირდება შესაბამის რესურსები და მოქნილი ტაქტიკა. ნატო ერთ პრინციპს ემყარება: თავდასხმა ნატოს ერთ წევრზე ავტომატურად ნიშნავს თავდასხმას ნატოს ყველა წევრზე. აქედან გამომდინარე სადაც არ უნდა მოხდეს თავდასხმა აქ, ამერიკაში თუ ჩვენს შეიარაღებულ ძალებზე, რომლებიც ნატოში მონაწილეობენ, რეაქცია ყოველთვის ადეკვატური უნდა იყოს. დღეს-დღეობით სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულება ავღანეთში ნატოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. ასე რომ ჩვენ ავღანეთში მოქმედებით სინამდვილეში ვიცავთ ჩვენს ხალხს, ჩვენს თავისუფლებას და ამავე დროს ფაქტობრივად ვაფრთხილებთ ტერორისტებს, რომ თავისუფლების ძალები ბოლოს გამარჯვებას მაინც იზეიმებენ.”ცდ როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა სწორედ ნატოს ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ის, რომ ავღანეთი ტოტალიტარულიდან თავისუფალ სახელმწიფოდ გადაიქცა.

XS
SM
MD
LG