ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში  ერაყში პოლიტიკის შეცვლის თაობაზე საუბრობს


პრეზიდენტი ბუში სხვადახვა წყაროებიდან რეკომენდაციებს განიხილავს ერაყის საკითხზე სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეს პოლიტიკის შეცვლის თაობაზე.

იგი დღეს ვიდეო კონფერენციას გამართავს მაღალი რანგის ამერიკელ სამხედრო ოფიციალურ პირებთან, რომლებიც ამჟამდ ერაყში იმყოფებიან.

პრეზიდენტი ბუში უკვე ვაშინგტონში შეხვდა ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის, სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს და სხვა მაღალჩინოსნებს.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა იგი კვლავაც გააგრძელებს კონსულტაციებს სამხედრო და სხვა ოფიციალურ პირებთან, მანამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეს ერაყში პოლიტიკის შეცვლის შესახებ.

XS
SM
MD
LG