ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"პინოჩეტის მმართველობის პერიოდი ერთერთი ყველაზე რთული პერიოდია ჩილეს ისტორიაში"


გენერალ პინოჩეტის გარდაცალებასთან დაკავშირებით თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია რომ პინოჩეტის მმართველობის პერიოდი ერთერთი ყველაზე რთული პერიოდია ჩილეს ისტორიაში.

ესპანეთის მმართველი სოციალისტური პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა რომ პინოჩეტი ისტორიაში ერთერთი ყველაზე უსაშინლესი პიროვნებაა.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის განცხადების თანახმად იგი დამწუხრებულია გენერალ პინოჩეტის გარდაცვალების გამო, ადამიანისა რომლსაც იგი ყოველთვის ბრიტანეთის მოკავშირედ თვლიდა.

როგორც ქალბატონმა ტეტჩერმა განაცხადა გენერალმა პინოჩეტმა დახმარება აღმოუჩინა ბრიტანეთს 1982 წელს არგენტინასთან ფოლკლენდის ომში.

აღსანიშნავია რომ სწორედ ქალაბატონმა ტეტჩერმა ბევრი იღვაწა რათა გენერალი პინოჩეტი შინა პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ, როდესაც იგი 1998 წელს ლონდონში ყოფნისას დააკავეს.

XS
SM
MD
LG