ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პინოჩეტი გულის შეტევის გამო საავადმყოფოში მოათავსეს


ჩილეს ყოფილი დიქტატორი აუგუსტო პინოჩეტი გულის შეტევის გამო საავადმყოფოში მოათავსეს. გენერალ პინოშეტის ვაჟიშვილი მარკო ანტონიო აცხადებს, რომ მამამის უკვე ჩაუტარდა სამედიცინო პროცედურა და რომ ქვეყნის ყოფილი მმართველი სიკვდილს გადაურჩა. სანტიაგოს სამხედრო ჰოსპიტალის ექიმები აცხადებენ, რომ 91 წლის პინოჩეტი კრიტიკულ თუმცა სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება. ათასობით ადამიანის გაუჩინარებასთან კავშირის გამო, პინოჩეტს გასულ კვირას შინა პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ მას ბრალი დასდო პოლიტიკური მიზეზით ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებში.
XS
SM
MD
LG