იორდანიის დედაქალაქში შეხვედრის შემდეგ აშშ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და ერაყის პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ აშშ და ერაყი გააგრძელებენ პარტნიორობას სტაბილური, დემოკრატიული და ერთიანი ერაყის შესაქმნელად. ბატონმა ალ მალიკიმ, რომელიც თარჯიმნის საშუალებით საუბრობდა, განაცხადა რომ სირთულეების მიუხედავად ერაყს გადაწყვეტილი აქვს წარმატებას მიაღწიოს. “ერაყში , ჩვენ არა მხოლოდ ტერორიზმს ვუპირისპრდებით, არამედ ერთიანი სახელმწიფოს მშვენებლობაზე ფიქრიც გვიწევს. ეს კი გულისხმობს პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების მოწესრიგებას, და ჩვენ დღეს ამ სფეროებში უკვე პროგრესს ვხედავთ. იმედს გამოვთქვამ, რომ ადრეული ნიშნები მხარდაჭერილი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისა და ერაყის მეზობელი ქვეყნების დახმარებით--არა მხოლოდ ერაყის წარმატებისთივს, არამედ თავად ამ ქვეყნების საკეთილდღეოდ.” პრეზიდენტი ბუში აცხადებს, რომ აშშ მზად არის ცვლილებები განახორციელოს, რათა ერაყის მთავრობაში ერთსულოვნებამ დაისადგუროს. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით; “ჩვენ გვწამს, რომ პრემიერ მინისტრ ალ მალიკის მთავრობის წამატება ქვეყანაში წარმატების მიღწევის საწინდარია. მალიკის მთავრობა ერაყელმა ხალხმა თავისუალ არჩევნებში, თავად აირჩია, არჩევნებში, სადაც 12ტი მილიონი მოქალაქე ტერორისტების მუქარას არ შეეპუა. ” ერაყის მთავრობის წარმატება, კი ისევ პრეზიდენტ ბუშის განცხადებით, ერაყის უშიშროების ძალებზეა დამოკიდებული. “ჩვენ შევთანხმდით ერაყის ძალებისთვის დამატებითი ტრეინინგის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე . ამერიკის მიზანია მალიკის მთავრობას დაეხმაროს, რათა მას უკეთ მომზადებული ძალები ჰყავდეს მთავრობაში, და რომ მისმა ხელისუფლებამ შეძლოს ტერორსტებთან დაპირისპირება, ამასთან ქვეყანაში უსაფრთხოების და და სტაბილობის უზრუნველყოფა. “ განაცხადა ჯორჯ ბუშმა. აშშ პრეზიდენტის თქმით, წარმატება ერაყში გულისხმობს ერთიანი, დემოკრატიული, კანონმორჩილი სახელმწიფოს შექმნას, სადაც უმცირესობების უფლებებსაც იცავენ. “პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ერაყის გახლეჩა, ისე როგორც ამას ზოგი მიიჩნვს, ერაყელი ხალხის ნებას არ შეესაბამება და რომ ასეთი რამ მხოლოდ მეტ დაპირისპირებას მოიტანს. მე მის ამ განცხადებას ვეთანხმები.” ბატონი ბუში აქვე ამბობს, რომ მომავალში ერაყის უსაფრთცხოება ქვეყნის შიგნით არსებული სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური დაჯგუფებების წარმომადგენელთა კონსოლიდაციას მოითოვს და რომ სწორედ ამის მიღწევა სურს ერაყელი ხალხის უმრავლესობას.