ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში მთელს მსოფლიოში კომუნისტურ რეპრესიებში დარუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მონუმენტს ჩაეყარა საფუძველი


ვაშინგტონის ცენტრში, შეერთებული შტატების კონგრესის შენობის შორიახლოს, უკვე საფუძველი ჩაეყარა მთელს მსოფლიოში კომუნისტურ რეპრესიებში დარუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მონუმენტს. ძეგლი უახლოეს თვეებსი უნდა გაიხსნას. ჩვენმა თანამშრომელმა ზაქარია კიკნაძემ კომენტარი კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის ფონდის თავმჯდომარეს დოქტორ ლი ედუარდსს სთხოვა.

როგორც ვიცით ეს პირველი მონუმენტია ამერიკაში, რომელიც კომუნისტური რეპრესიების მსხვერპლთ ეძღვნება. რამ განაპირობა ძეგლის შექმნა? დავუსვით ჩვენ კითხვა დოქტორ ედუარდს.

ამერიკაში კი არა, ეს მთელს მსოფლიოში პირველი მონუმენტია, რომელიც გლობალურად კომუნიზმის მსხვერპლთ ეძღვნება. ბუნებრივია ბევრ ქვეყანაში არსებობს კომუნისტური რეჟიმების მსხვერპლთა მემორიალები, მაგრამ ეს მემორიალები ამ კონკრეტულ ქვეყნებში რეპრესირებულების ხსოვნას ეძღვნება. ჩვენი მემორიალი კი კომუნისტების მიერ, მთელს მსოფლიოში განადგურებულ დაახლოებით 100 მილიონი ადამიანის ხსოვნას უკვდავყოფს. გვიპასუხა ბატონმა ედუარდსმა.

ბატონო ედუარდს, რატომ ხდება, რომ ეს ძეგლი ამერიკაში, ანუ იქ იდგმება სადაც, კომუნისტებს არავინ შეეწირა და არა რომელიმე პოსტკომუნისტურ ქვეყანაში. და კიდევ თქვენის აზრით, რატომ არ გმობს გაერო კომუნიზმს. არის თუ არა ეს იმის ბრალი, რომ, როგორც ბევრი თვლის გაეროს უშიშროების საბჭოში ბევრი კომუნიზმის გულშემატკივარი ზის.

ეს ძალზე რთული საკითხია. გვიპასუხა დოქტორმა. ჩვენ გაეროსთან გარკვეული ურთიერთობა გვაქვს. ვცდილობთ, რომ ამ ორგანიზაციამ ერთ-ერთი წელი მთლიანად კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნის წლად გამოაცხადოს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ფლანგზე გარკვეული პროგრეს მივაღწიეთ. ჩვენ არ შევწყვეტთ გაეროს ლობირებას იმის თაობაზე, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციამ კომუნიზმის დაგმობის რეზოლუციაც მიიღოს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ დაახლოებით 26 მილიონი ამერიკელი ან მათი წინაპარი კომუნისტურ რეჟიმებს გამოექცა. აქ არიან უკრაინელები, უნგრელები, ჩეხები, ქართველები, რუსები, ჩინელები, კორეელები და სხვანი. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ამ მონუმენტის არსებობაში ბევრი ამერიკელი პირადადაა დაინტერესებული. თანაც ისიც საგულისხმოა, რომ ამერიკა ცივ ომში იყო ჩართული და ეს ომი კი მოგეხსენებათ პირდაპირ კომუნიზმის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. გვითხრა დოქტორმა ედუარდსმა და განაგრძო -ჩვენ ამ ომში გამარჯვება მოვიპოვეთ. კომუნიზმი, რომ არა ცივი ომიც არ იქნებოდა. ამ მონუმენტის არსებობას ძალზე დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. თანაც ამერიკას თითქმის მთელი მსოფლიო გარკვეულწილად ლიდერად აღიქვავს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მაგალითი იმ ქვეყნებს უბიძგებს ასეთივე მონუმენტების აღმართვისაკენ, რომლებიც ჯერ ვერ იცლიან ამისათვის. ასეთი მონუმენტების არსებობა იმის ნათელი გამოხატულება იქნება, რომ კომუნიზმი ბოროტებაა და იგი აღარ უნდა განმეორდეს.

ვინ გაიღო მონუმენტის დასაფინანსებელი თანხები. მივმართეთ კითხბით ბატონ ედუარდსს.

“ძალზე გასახარია, რომ ამ წამოწყებას ძალზე ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენ ბევრი სხვადასხვა ეროვნული დიასპორა გვეხმარება. ესენი არიან ვიეტნამელები, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები, უნგრელები, პოლონელები და კიდევ მრავალი სხვა”. გვიპასუხა ბატონმა ედუარდსმა. რაც ზალზე მნიშვნელოვანია, გააგრძელა მან, “უკვე ბევრი სახელმწიფოც გვიმართავს ხელს. დიდ დახმარებას გვიწევენ ტაივანი და ჩეხეთი. ეს ესაა ამ ოთახიდან საქართველოს ელჩი გავიდა, რომელმაც ზალზე დიდსულოვნად შემოგვწირა ხუთი ათასი ამერიკული დოლარი. მინდა გითხრათ, რომ ეს ცვენთვის საკმაოდ დიდი თანხაა. ეს იმ თანხაზე გაცილებით მეტია, რასაც ჩვენ მოველოდით. დიდი, მადლობა მინდა კიდევ ერთხელ მოვახსენო ბატონ ელჩს ასეთი ხელგაშლილობისათვის. მინდა აღვნისნო, თქვა ბატონმა ედუარდსმა, რომ ასეთი დამოკიდებულება ხაზს უსვამს იმ სოლიდარობას, რომელიც ბევრ პოსტსაბჭოურ ქვეყანას შორის შეინიშნება.

“მიიღეთ თუ არა ასეთივე დახმარება, რუსეთის სახელმწიფოსა თუ კერძო პირებისაგან?” ვკითხეთ ჩვენ მონუმენტის ფონდის თავმჯდომარეს.

“ჯერ-ჯერობით არა” გვიპასუხა მან. “არც რუსეთის სახელმწიფოს და არც რუს კერძო პირებს მონუმენტისადმი მხარდაჭერა არ გამოუხატავთ. მაგრამ ჩვენ ფარ-ხმალს არ ვყრით და კიდევ გავაგრძელებთ მათთან მუშაობას. ჩვენ ვიცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთში დიდი პოლიტიკური დაძაბულობა არსებობს. მაგრამ ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ჩეხეთის საელჩოში ტარდებოდა, რუსეთის ელჩიც მობრძანდა. იმედს ვიტოვებთ, რომ ოდესმე რუსეთიც ჩაემბება ამ სოლიდარობის ფერხულში. მითუმეტეს, რომ კომუნიზმს, რუსეთში მრავალი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაასრულა ბატონმა ედუარდსმა.

XS
SM
MD
LG