პრეზიდენტი ბუში აპეკის უმაღლესი დონის შეხვედრის კულუარებში ჩრდილოეთ კორეის საკითხზე კონსულტაციების ჩატარებას აპირებს. დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოუწოდებს ყველა ლიდერს პრაქტიკულად გაატაროს გაეროს მიერ გასულ თვეს დაწესებული სანქციები ჩრდილოეთ კორეის მიმართ. პრეზიდენტმა კერძოდ თქვა:
-” მე რა საკვირველია შეხვედრებს ვიქონიებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან. ისევე როგორც ვლადიმირ პუტინთან, ჰუ ჯინ ტაოსთან და პრემიე-მინისტრ აბესთან გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის ცხოვრებაში გატარების აუცილებლობაზე.”
სამხრეთ კორეა, იაპონია, რუსეთი და ჩინეთი ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ჩრდილოეთ კორეამ უარი უნდა თქვას მის ბირთვულ ამბიციებზე, მაგრამ მათი პოზიცია განსხვავებულია იმის თაობაზე თუ როგორ უნდა მიუდგნენე ფხენიანს. პრეზიდენტმა ბუშმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საჭიროა ფხენიანის ბირთვული პრობლემის დიპლომატიური გზებით მოგვარება. როგორც მან თქვა იგი ცდილობს საუკეთესო პირობები შეიქმნას იმისათვის, რომ ექვსმხრივი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს.