ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორი იყო ხელოვანი გასულ საუკუნეში?


საქართველოში დღეს საზოგადოება ბევრს საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქტიური უნდა იყოს თანამედროვე ხელოვანი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც გასულ გადაცემებში ითქვა, მე-20 და მე-21 საუკუნის ხელოვანი ცხოვრობს გარემოში, რომელიც მისთვის საინტერესო და აქტუალურია, ამიტომ მისი შემოქმედებაც ძირითადად, სწორედ ამ გარემოს პირობითი ილუსტრაციაა.

აქედან გამომდინარე, ის სხვადასხვა გზით საკუთარი შემოქმედებით თუ უბრალოდ სოციალური აქტივობის მეშვეობით, ნაწილობრივ მონაწილეობას იღებს მისი ქვეყნის, ან კი თანამედროვე სამყაროს ფორმირებაში. საინტერესო იქნება თვალი გადავავლოთ და გავიხსენოთ, როგორი იყო ხელოვანი გასულ საუკუნეში, რას პატიობს საზოგადოება ხელოვანს და რას არა. კრიტიკოსი თეო ხატიაშვილი საუბრობს.

თეო ხატიაშვილი – არის ისეთი შემთხვევები, როდესაც რაღაცას ხელოვანსაც ვერ აპატიებ. მაგალითად ფაშისტური რეჟიმის მიმართ მხარდაჭერას. თუმცა აქაც გარდაციებია, ვთქვათ კომუნისტური რეჟიმის ბოლო პერიოდი - მაშინ შეიძლება გაიგო ადამიანების, რომელნიც კომფორმიზმის თუ რაღაც გამოსავლების ძიებისას რაღაცას, იგავური ფორმებით, ავად თუ კარგად ახერხებდნენ. მაგალითად, ელდარ შენგელაია, იყო ნაწილობრივ დაფასებული ხელოვანი, რომელიც რაღაც პრივილეგიებით სარგებლობდა, მაგრამ პარალელურად ქმნიდა კარგ ნიმუშებს. მაგრამ აქვე შეიძლება 30-იანი წლები და მიხეილ ჭიაურელი გავისხენოთ, რომელიც თანამშრომლობდა სტალინთან. აქედან გამომდინარე, არის რაღაც სხვაობები, მაგალითად თუნდაც ელდარ შენგელაიას კომფორმიზმსა და მიხეილ ჭიაურელის კომფორმიზმს შორის. ასე, რომ ეს არის გრადაციები, რომელშიც შეიძლება დავიბნეთ და დავსვათ კითხვები.

- მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამავე პერიოდში, უფრო ზუსტად კი კომუნისზმის მეორე ეტაპზე, 60-იან წლებში ხელოვანი, სხვადასხვა ფორმით არა მხოლოდ კონფორმისტი, არამედ პირობითად, რომ ვთქვათ დისიდენტიც იყო. ამ შემთხვევაში ვისუაბროთ დისიდენტურ ხელოვნებაზე. რის ნიადაგზე, როგორ გაჩნდა გაცილებით უფრო რთულ ეპოქაში, ასეთი სახის ხელოვნება და რა ხდება დღეს.

თეო ხატიაშვილი – საბჭოური რენესანსი დავარქვათ ამ პერიოდს პირობითად, რომელსაც ქონდა თავისი პოლიტიკური წანამძღვარი. იმისათვის, რომ ე.წ. სამოციანელები გამოჩენილიყვნენ, გარკვეული დროის გასვლა დაჭირდა, 56-ში მოკვდა სტალინი და დაახლოებით 10 წლის შემდეგ გაჩნდა ეს ახალი თაობაც. როგორც ჩანს რაღაცა დროის გასვლა, მართლაც საჭიროა. ჩვენთან შესაძლებელია ეს დრო ჯერ არ გასულა, თუმცა რას ვიღებთ ათვლის წერტილად, თუკი 90-იანი წლების დასაწყისს ავიღებთ, მაშინ საკმაო დრო არის გასული. შესაძლებელია პრობლემა იმაში მდგოამრეობს, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ ასე ვქთვათ კატაკლიზმების პროცესში იმყოფება და საჭიროა, ყველაფრის დალაგება, გადაფასება, იმისათვის რომ ხელოვანმა უფრო ნათლად დაინახოს და გაითავისოს რა უნდა თავად, რა იდეალებს ესწრაფვის და რა სახის მსოფლმხედველობა უყალიბდება მას.

- ეს შესაძლებელია ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი იყოს იმისა, რომ დღეს თანამედროვე ხელოვანი აქტიურად არ მონაწილეობს მისი ქვეყნის განვითარებაში.

XS
SM
MD
LG