ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი: იაპონია არ უნდა დაესწროს მოლაპარაკებებს


ოფიციალური ფხენიანის განცხადებით იაპონია არ უნდა დაესწროს ექვსმხრივ მოლაპარაკებებს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მიმდინარეობს. ფზენიანში, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგნელმა განაცხადა, რომ იაპონია შეერთებული შტატების ტერიტორიაა, იაპონელი ოფიციალური პირები კი პოლიტიკური იმბეცილები არიან. ამდენად იაპონიას უბრალოდ არ სჭირდება მოლაპარაკებებზე დასწრება. შეგახსენებთ, რომ იაპონია აქტიურად მონაწილეობდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებაში ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. ჩრდილოეთ კორეამ მიმდინარე კვირას თანხმობა გამოსთქვა დაუბრუნდეს ექვსმხრივ მოლაპარაკებებს, რომელსაც იგი მას შემდეგ გამოეთიშა, რაც ვაშინგტონმა ფხენიანის ფინანსურ ინსტიტუტებზე ზეწოლის განხორციელება დაიწყო.
XS
SM
MD
LG