ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბებმა რეფერენდუმის მეშვეობით კოსოვოს რეგიონის სერბეთის განუყრელ ნაწილად ჩათვლას მისცეს ხმა.


სერბებმა რეფერენდუმის მეშვეობით ახალ კონსტიტუციას მისცეს ხმა. ამ კონსტიტუციის თანახმად, კოსოვოს რეგიონი სერბეთის განუყრელ ნაწილადა მიჩნეული.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ქვეყნის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 51 პროცენტმა ახალ კონსტიტუციას დაუჭირა მხარი. ევროსაბჭოს დამკვირვებლები აცხადებენ, რომ რეფერენდუმი ძირითადად მშვიდობიან ატმოსფეროში და დარღვევების გარეშე ჩატარდა. თუმცა, ევროსაბჭოს დამკვირვებელთა ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი რეფერენდუმის ნაუცბათევად მოწყობამ, საკმარისი დრო არ დატოვა პოლიტიკური სა საზოგადოებრივი განხილვისა და დებატებისატვის.

ქვეყნის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა რეფერენდუმს “ისტორიული გადაწყვეტილება” უწოდა. მისი თქმით ახალი კონსტიტუცია სლობოდან მილოშევიჩის ავტორიტარული ეპოქის ნამდვილ დასასრულს და ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების განახლებას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG