შეერთებული შტატების მთავრობის ანგარშში ნათქვამია, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ერაყის უშიშროების ძალებისთვის გადაცემული ათასობით იარაღის კვალს ვეღარ მიაკვლიეს.
ამერიკის შეერთებულკი შტატების მთავრობის სპეციალური გენერალური ინსპექტორის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად დადგინდა რომ პენტაგონმა 14 ათასამდე ცეცხლსასროლი იარაღი დაკარგა ერაყში, მათ შორის პისტოლეტები, ავტომატები, ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები.
პენტაგონმა 2003 წლის შემდეგ ერაყის სამთავრობო ძალებს 370 ათასი მსუბუქი ცეცხლასასროლი იარაღი მიაწოდა, რომლის საერთო ღირებულებამ 133 მილიონი დოლარი შეადგინა. მაგრამ რატომღაც კოალიციურმა ძალებმა თავის დროზე არ გაატარეს რეგისტრაციაში ერაყელთათვის გადაცემული იარაღის სერიული ნომრები, რაც ართულებს მათ მოძიებას.