ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ბირთვულმა  ინჟინრებმა ურანის გამდიდრების ობიექტზე ცენტრიფუგების მეორე ქსელი აამუშავეს


მიუხედავად გაეროს მოსალოდნელი სანქციებისა ირანიდან მომავალი ცნობების თანახმად ბირთვულმა ინჟინრებმა ურანის გამდიდრების ობიექტზე ცენტრიფუგების მეორე ქსელი აამუშავეს.

ირანის სტუდენტური საინფორმაციო სააგენტო “ისნა” აცხადებს, რომ გაზი უკვე ჩატუმბეს სისტემაში, და რომ სასურველი შედეგი მიღწეულია.

ანგარიშის თანახმად ურანი ჯერჯერობით არ არის მოთავსებული სისტემაში, თუმცა ასეთი რამ შესაძლოა უახლოს მომავალში მოხდეს.

თეირანმა უკვე დაადასტურა ობიექტზე ახალი მოწყობილობის ამოქმედება.

ამ ფონზე, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით გაეროს რეზოლუციის პროექტის შემუშავების ინიციატივებით გამოდიან.

XS
SM
MD
LG