ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების მოსახლეობამ 300 მილიონს მიაღწია


2043 წლისთვის კი მან შესაძლოა 400 მილიონს გადააჭარბოს. აქედან მოსახლეობის ნამატის ნახევარი იმიგრანტებზე მოდის.

მოსახლეობის აღწერის ბიუროს ინფორმაციით ამერიკის მოსახლეობა ყოველ 11 წამში ერთი ადამიანით იზრდება. ეს მარტივი გამოთვლაა, რადგან შეერთებულ შტატებში ყოველ 7 წამში ერთი ადამიანი იბადება და ყოველ 13 წამში ერთი ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან.

ამავე ბიუროს მონაცემებით ყოველ 31 წამში ერთი იმიგრანტი შემოდის შეერთებულ შტატებში.

ამჟამად შეერთებული შტატები მესამე ადგილზე იმყოფება მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობით, მაგრამ ის მნიშნელოვნად ჩამორჩება ჩინეთსა და ინდოეთს.

მიუხედავად იმისა რომ მრავალი სამშობიარო ამერიკაში იჩემებს,რომ 300 მემილიონე მოქალაქე სწორედ მათ საავადმყოფოში დაიბადა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ის შესაძლოა სულაც იმიგრანტი იყოს, რადგან მოსახლეობის ზრდის 55% სწორედ იმიგრანტებსა და მათ შვილებზე მოდის.

დღევანდელი ამერიკის მოსახლეობის 12% საზღვარგარეთ არის დაბადებული, ძირითადად მექსიკაში, თუმცა ადრე იმიგრანტების უმრავლესობა ევროპიდან იყო.

ამერიკის მოსახლეობამ 1915 წლისთვის მიაღწია 100 მილიონს, დაახლოებით 50 წლის შემდეგ კი, 1967 წელს 200 მილიონი გახდა. ამის შემდეგ ამერიკას 40 წელზე ნაკლები დაჭირდა რათა 300 მილიონი გამხადრიყო და კიდევ უფრო ცოტა დრო მოუნდება 400 მილიონის მისაღწევად.

ექსპერტების გამოთვლებით 2043 წლისთვის არა ლათინოამერიკული წარმოშობის თეთრკანიანი მოსახლების რიცხვი შეერთებულ შტატებში მთელი პოპულაციის მხოლოდ ნახევარი იქნება.

1967 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 80% თეთრკანიანი იყო, როდესაც ლათინოამერიკელები მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს წარმოადგენდნენ, დღეს კი ისინი მთელი პოპულაციის 15% არიან. ზანგები ამერიკის მოსახლეობის 13%-ს შეადგენენ, აზიური წარმოშობის ამერიკელები კი 5%-ს.

ამერიკა ერთადერთი გამონაკლისია განვითარებულ ქვეყნებს შორის რომლის მოსახლეობაც აგრძელებს ზრდას. მაშინ როდესაც უახლოესი 20 წლის მანძილზე იაპონიის და ევროპის ქვეყნების მოსახლეობის შემცირებაა მოსალოდნელი.

როგორც ცნობილია ამერიკა იმიგრანტების ქვეყანაა, მაგრამ ამ ბოლო დროს დიდი კამათი მიმდინარეობს მილიონობით არალეგალი იმიგრანტის მომავალი ბედის შესახებ.

1915 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე გავრცელებული სახელები ჯონი და მერი იყო, დღეს კი უფრო ხშირად ბავშვებს ჯაკობს და ემილის არქმევენ.

XS
SM
MD
LG