ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ხელისუფლებამ ქალაქ ამარაში კომენდანტის საათი დააწესა


ერაყის ხელისუფლებამ შიიტურ შეიარარებულ ფორმირებასა და უშიშროების ძალებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ, ქალაქ ამარაში კომენდანტის საათი დააწესა.

გასულ კვირას მომხდარ ამ შეტაკებას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მიუხედავად გუშინდელი აფეთქებისა, რომელსაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დღეს ერაყელი სუნიტები რამადანის წმინდა თვის დასრულებას აღნიშნავენ.

ქალაქ ბაქუბაში პოლიციის ბადრაგზე განხორციელებულ თავდასხმას 15 კაცის სიცოცხლე შეეწირა.

ამერიკელთა სამხედრო საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წუხანდელ შეტაკებებში 5 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG