დღეს კატარში მიმდინარე შეხვედრისას, ნავთობზე ფასების ვარდნის შეჩერების მცდელობით, ოპეკის ორგანიზაციის წევრებმა, ნავთობის მოპოვების დღეში ერთი მილიონი ბარელით შემცირების შესაძლებლობა განიხილეს.
ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპეკის 11 წევრი ქვეყანა ეთანხმება მოპოვების შემცირების აუცილებლობას.
გასულ ივლისს ნიუ იორკში ერთი ბარელის ფასი 78 დოლარი იყო. ახლა კი 58 დოლარამდე დაეცა.