ტაილანდის სამხედრო მთავრობამ პოლიტიკური შეკრებების ნებართვა გასცა, თუმცა ძალაში დატოვა კომენდანტის საათის მოქმედება.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სურაუდ ჩულანონტმა ბანგკოკში განაცხადა რომ პოლიტიკური შეზღუდვები სამხედრო გადატრიალების ხელმძღვანელებთან კონსულტაციების შემდეგ გაუქმდება.
კომენდანტის საათი ტაილანდში პრემიერ-მინისტრ ტაქსინ შინავატრას მთავრობის დამხობის შემდეგ გამოაცხადეს სამხედროებმა, რომელსაც მექრთამეობაში ადანაშაულებდნენ.