ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ბუშმა თეთრ სახლში პრეს-კონფერენცია გამართა


პრეზიდენტის განცხადების თანახმად აშშ-ი კვლავაც გააგრძელებს ერაყის მთავრობისადმი მხარდაჭერას .

მისივე თქმით ბოლო დროს რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების სულის ჩამდგემელები ერაყელი მოთარეშეები არიან.

პრეზიდენტმა ბუშმა მიუსამძიმრა მათ ვისი ახლობლებიც და ნათესავებიც შეეწირნენ ამ სისხლისღვრას.

პრესკონფერენციის დროს პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის საკითხსაც შეეხო. როგორც მან თქვა ოფიციალურ ფხენიანს სერიოზული პრობლემები ემუქრება, თუკი დადასტურდა მისი განცხადება იმის თაობაზე რომ მან წარმატებით ჩაატარა ბირთვული გამოცდა.

პრეზეიდენტმა იქვე დასძინა რომ აშშ-ი არ აპერებს ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმას.

მის გამოსვლაში ჯორჯ ბუშმა ამერიკის ეკონომიკაზეც ისაუბრა.

როგორც მან თქვა ახალხანს გამოქვეყნებული ეკომომიკური მონაცემების თანახმად მისმა ადმინისტრაციამ დაგეგმილზე სამი წლით ადრე შესძლო ფედერალური დეფიციტის განახევრება.

XS
SM
MD
LG