პრეზიდენტ ბუშის განცხადებით შეერთებული შტატები მხარს უჭერს ზომიერ რეფორმატორებს ახლო აღმოსავლეთში. ბატონი ბუში ამას წინათ ახლო აღმოსავლეთის ორ პოლიტიკურ ლიდერს შეხვდა, რომლებიც თავისი ზომიერებით გამოირჩევიან. ესენი არიან ერაყის პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი და პალესტინის ხელისუფლების ლიდერი მაჰმუდ აბასი. ბატონი ბუშის განცხადებით:” პრეზიდენტ თალაბანის შეხვედრის დროს ვუთხარი რომ ამერიკა კვლავაც გაააგრძელებს ერაყის დემოკრატიული მთავრობის მხარდაჭერას, რომელიც ერაყელების კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვის. მე დავარწმუნე პრეზიდენტი თალაბანი რომ ამერიკა არასოდეს უღალატებს ერაყელ ხალხს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაეხმარება მას ახლო აღმოსავლეთის შუაგულში თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.” პრეზიდენტ აბასთან შეხვედრისას ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ორი დემოკრატიული სახელმწიფოს - ისრაელის და პალესტინის მშვიდობიან თანაარსებობას უჭერს მხარს:” პრეზიდენტ აბასსაც იგივე მიზნები ამოძრავებს. ის მტკიცე წინააღმდეგობას უწევს დაუნდობელ ექსტრემისტებს და იმგავრი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის იბრძვის, რომელშიც პალესტინელი ბავშვები მშვიდად და იმედიანად იცხოვრებენ. პრეზიდენტ აბასის მსგავსი ზომიერი ლიდერების მხარდაჭერით ამერიკას შეუძლია დიდი დახმარება გაუწიოს ებრაელებსა და პალესტინელებს წმინდა მიწაზე მშვიდობის დამყარებასა და ნათელი მომავლის მშენებლობაში.” პრეზიდნტ ბუშის განცხადებით ცივილიზებულ ქვეყნებში, პირველ რიგში ისლამურ სამყაროში, ექსტრემისტებსა და ზომიერებს შორის მძაფრი ბრძოლა მიმდინარეობს. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ და თავიდან ავიცილოთ ის საფრთხე რომელიც ჩვენი ცხოვრების წესს ემუქრება. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ახლო აღმოსავლეთის ხალხებს თავისუფლების მოპოვებაში და უფრო უსაფრთხო და იმედიანი მსოფლიო დავუტოვოთ ჩვენს შთამომავლობას. განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.
პოპულარული
1