იემენის უშიშროების სამსახურები აცხადებენ, რომ მოჰკლეს 2002 წელს ფრანგული ტანკერის აფეთქების მონაწილე, შემდეგ ძებნილი პიროვნება. იემენის ანტიტერორისტულმა სამსახურებმა ფავაზ ალ რაბეიე სპეციალური რეიდისას მოჰკლეს. სავარაუდოდ დაიღუპა ალ ყაიდას მეორე ეჭვმიტანილი წევრი, მოჰამედ ალ დაილამიც. ალ რაბეიეს გასულ წელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მან, ალ ყაიდას სხვა 22 წევრთან ერთად თებერვალში ციხიდან გაქცევა მოახერხა.
პოპულარული
1