ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავიალაინერმა კატასტროფა განიცადა ბრაზილიაში


ბრაზილიის ხელისუფლებამ იმ ავიალაინერის ჩამოვარდნის ადგილმდებარეობა დაადგინა, რომელმაც პატარა კერძო თვითმფრინავთან შეჯახების შემდეგ განიცადა კატასტროფა. თვითმფრინავი მატო გროსოს შტატში სან პაულოდან 1700 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს ამაზონის ჯუნგლებში. ჯერ-ჯერობით უცნობია თვითმფრინავის 155 მგაზავრიდან ვინმე თუ გადაურჩა ამ კატასტროფას. ავიაკომპანია გოლის ავიალაინერი მანასიდან ბრაზილიის დედაქალაქისკენ მიფრინავდა, როდესაც რადარებიდან გაუჩინარდა. ჰაერში შეჯახების მიუხედავად მომცრო თვითმფრინავმა მაინც მოახერხა მიწაზე მშვიდობიანი დაშვება.
XS
SM
MD
LG