დღეს ნიუ-იორკიდან ლონდონში გამგზავრების წინ ბატონმა ტაკსინმა აღიარა, რომ გადატრიალება მისთვის სრული მოულოდნელობა იყო. მან დაამატა, რომ ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლას არ აპირებს.
ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ჩასული ბატონი შინავატრა ტაილანდის არმიამ გუშინ მომხდარი, უსისხლო გადატრიალების შედეგად გადააყენა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ტაქსინი ქვეყანაში კერძო ვიზიტით ჩადის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები დაგეგმილი არ აქვს.