ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური მდივანი ანკარაში თურქეთის ოფიციალურ პირებს ხვდება


ეს მისი ბოლო გაჩერება იქნება ახლო-აღმოსავლური მოგზაურობის განმავლობაში, მაშინ როცა იგი ლიბანში ისრაელ-ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

თურქეთის პარლამენტმა ეს-ესაა მოიწონა წინადადება-ქვეყნის ჯარები ლიბანში გაგზავნოს გაეროს გაფართოებული სამშვიდობო კონტიგენტის ფარგლებში. თურქეთი, ამდენად კატარის შემდეგ მეორე მუსლიმანური სახელმწიფოა, რომელიც გაეროს სამშვიდობო ეგიდის ქვეშ ჯარებს მიავლენს ლიბანში. ანკარა, ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლის დასაცავად ათასამდე სამხედროს გაგზავნის, და ასევე ლიბანის ჯარების წვრთნასაც განახორციელებს.

ლიბანში ათასამდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს ინდონეზიაც, თუმცა ოფიციალურ ჯაკარტას ეს გეგმები ჯერ ბოლომდე არ მიუყვანია.

XS
SM
MD
LG